“ჩვენ ვრჩებით ნატო-სთან ერთად ავღანეთში მისიის დასრულებამდე”
ავღანეთის მისიაში მონაწილე ქვეყნების სახელმწიფო და მთავრობის მეთაურების შეხვედრა და ავღანეთის „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის შესახებ ნატო-ს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ჟურნალისტებთან საუბრისას შეაფასა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა: „ნატო-მ მიიღო გადაწყვეტილება „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის ფორმატის გაგრძელებაზე. სკეპტიკოსების განაცხადის მიუხედავად, მისია არ იცვლება. პრეზიდენტმა ობამამაც განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები რჩება ავღანეთში, „მტკიცე მხარდაჭერის“ პროგრამაში და გააგრძელებს […]