World News in Georgian
Июль
2016

Новости за 09.07.2016

Marshalpress.ge (მარშალ) 

“ეს რამდენიმე კაცი რომ დააბან ტელესტუდიებში თითო კვირით, ანუ მორიგეობით და იქვე გამოკვებონ – არა?”

ჟურნალისტ გელა ზედელაშვილის პოსტი სოციალურ ქსელში. “ეს რამდენიმე კაცი რომ დააბან ტელესტუდიებში თითო კვირით, ანუ მორიგეობით და იქვე გამოკვებონ – არა? ბარემ ჩუსტები და შორტებიც მიეცით, რას დაარბენინებთ აღმა-დაღმა? რავი, ზოგმა სკამიც კი ისე გაცვითა ზოგიერთ სტუდიაში, უკვე მტვრევის ხმა ისმის. აღარაფერს ვამბობ გვერდების დაჟეჟილობაზე” – წერს ზედელაშვილი.

News.ge 

გამსახურდია: იმედია, ხვდებით, ვისზე ზრუნავს კახა კალაძე...

ცოტნე გამსახურდია „ონის ჰიდროელექტროსადგურების კასკადთან" დაკავშირებული ურთიერთგაგების მემორანდუმიდან ამონარიდს სოციალურ ქსელში აქვეყნებს.

Marshalpress.ge (მარშალ) 

300 არაგველიდან ვარკეთილის მიმართულებით მატარებლების მოძრაობა აღდგა

300 არაგველიდან ვარკეთილის მიმართულებით მატარებლების მოძრაობა აღდგა. ამის შესახებ ინფორმაცია “მარშალპრესს” თბილისის სატრანსპორტო კომპანიიდან აცნობეს. შეგახსენებთ რამდენიმე წუთის წინ აღნიშნული მიმართულებით მატარებლების მოძრაობა შეზღუდული იყო და მიზეზი წყლის მილის დაზიანება გახდა. 22:08 წუთზე მოძრაობა სრულად აღდგა.  სატრანსპორტო კომპანიის ინფორმაციით შეფერხების დრომ 38 წუთი შეადგინა.

News.ge 

„თურმე, სინამდვილეში, ქართლ-კახეთის მეფეს შავი წარბების ეშინოდა“ - გიორგი გაბუნიას მონოლოგი

აშშ-ში საქართველოს ელჩის განცხადებას, გეორგიევსკის ტრაქტატთან დაკავშირებით, „რუსთავი 2-ის“ შაბათის „კურიერის“ წამყვანი გიორგი გაბუნია იუმორისტული მონოლოგით გამოეხმაურა.

News.ge 

„თქვენივე კატეგორიული მოთხოვნის შესაბამისად, მერსი სულხანიშვილი ეთერიდან მოხსნილია“

შეგახსენებთ, სოციალურ ქსელში ინციდენტის ამსახველი ვიდეო გავრცელდა, სადაც ჩანს, რომ სულხანიშვილი მაღაზიის თანამშრომლებს შეურაცხყოფას აყენებს და პრობლემების შექმნით ემუქრება.

News.ge 

„გამომეხმაუროს გადახდისუნარიანი ასეულმილიონერი პირი ან სახელმწიფო. რიგითი მილიონერი ხარჯებს ვერ აუვა“

ფონდი „ქართუს“ მიერ სახელმწიფოსთვის 200 მილიონი ლარის ღირებულების საკონცერტო დარბაზის - Black Sea Arena-ს გადაცემას „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რომან გოცირიძე საკუთარი განცხადებით ეხმაურება.

News.ge 

ხოშტარია გეგეშიძის განცხადებაზე: გარდა იმისა, რომ ეს არის ქსენოფობიური, ასევე არის გაურკვეველი გზავნილი ჩვენი საგარეო ორიენტაციის შესახებ

ელენე ხოშტარია მიიჩნევს, რომ განცხადება, რომელიც აშშ-ში საქართველოს ელჩმა არჩილ გეგეშიძემ გააკეთა, საქართველოს ხელისუფლებაში პრორუსული ძალების არსებობის შესახებ, დამაზიანებელია.

News.ge 

პროსტიტუციის კერების გამო გოგოლის ქუჩაზე არსებულ მდგომარეობას ზურაბ აბაშიძე გააპროტესტებს

როგორც პარტიიდან News.ge-ს აცნობეს, პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ხვალ, თბილისში, გოგოლის ქუჩაზე გეგმავს მისვლას.

News.ge 

მატარებელი გვირაბში გაეტია

კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა დაჩი ცაგურიამ სოციალურ ქსელში მატარებლების თბილისისა და ზესტაფონის სადგურებზე გადაღებული ფოტოები გაავრცელა.

Marshalpress.ge (მარშალ) 

“ჩვენ ვრჩებით ნატო-სთან ერთად ავღანეთში მისიის დასრულებამდე”

ავღანეთის მისიაში მონაწილე ქვეყნების სახელმწიფო და მთავრობის მეთაურების შეხვედრა და ავღანეთის „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის შესახებ ნატო-ს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ჟურნალისტებთან საუბრისას შეაფასა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა: „ნატო-მ მიიღო გადაწყვეტილება „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის ფორმატის გაგრძელებაზე. სკეპტიკოსების განაცხადის მიუხედავად, მისია არ იცვლება. პრეზიდენტმა ობამამაც განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები რჩება ავღანეთში, „მტკიცე მხარდაჭერის“ პროგრამაში და გააგრძელებს... Читать дальше...

News.ge 

„ნატო დარწმუნებულია, რომ საქართველოში ჩატარდება დემოკრატიული არჩევნები ოქტომბერში“

თინათინ ხიდაშელმა სამიტის შედეგები შეაჯამა და ჩრდილო-ატლანტიკურ საბჭოზე სახელმწიფოს მეთაურების მიერ მიღებული კომუნიკე შეაფასა.

News.ge 

რუსეთმა ამერიკის დიპლომატიური წარმომადგენლობის ორი თანამშრომელი გააძევა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის სერგეი რიაბკოვის თქმით, საელჩოს ორივე თანამშრომელი მათი თანამდებობისთვის შეუთავსებელი საქმიანობით იყო დაკავებული.

News.ge 

„ჩვენი სამხედროები ათი წელია ნატოს მოკავშირე ძალების მხარდამხარ იბრძვიან“

ნატოს ვარშავის სამიტის ფარგლებში თინათინ ხიდაშელმა ურთიერთ თავსებადობის ფორმატში ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის მინისტრების შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

News.ge 

ჯანელიძე: ავღანეთის დახმარება აუცილებელია როგორც რეგიონული, ისე გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის

ავღანეთის მისიაში მონაწილე ქვეყნების სახელმწიფო და მთავრობის მეთაურების შეხვედრა ვარშავაში, ნატო-ს სამიტის ფარგლებში, 9 ივლისს გაიმართა და მასში მონაწილეობა საქართველოს პრეზიდენტის ხელმძღვანელობით საქართველოს დელეგაციამაც მიიღო.

News.ge 

„ნატო გაზრდის უკრაინისა და საქართველოს მხარდაჭერას და გააგრძელებს მოლდოვის რესპუბლიკის დახმარებას“

ნატო-ს ოფიციალურ ვებგვერდზე ვარშავის კომუნიკე გამოქვეყნდა სახელად „ვარშავის დეკლარაცია ტრანსატლანტიკურ უსაფრთხოებაზე“.

News.ge 

„საქართველოს ვიზიტით ვესტუმრები შემოდგომაზე და ეს იქნება კიდევ ერთი მაგალითი ნატო-ს ძლიერი მხარდაჭერისა“

ნატოს ვარშავის სამიტის ფარგლებში გამართული ჩრდილო-ატლანტიკური საბჭოს სხდომის შემდეგ, ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა პრესკონფერენცია გამართა, სადაც საქართველოს საკითხზეც ისაუბრა.

News.ge 

„ნუთუ მთელი საქართველო პოლიტიკურმა (ვენერიულმა?) სენმა შეიპყრო“

რეჟისორი რობერტ სტურუა ზუგდიდის თეატრის ავარიული შენობისა და მისი დახმარების აუცილებლობაზე სოციალურ ქსელში წერს.

News.ge 

საქართველოს პრეზიდენტი NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარეს მაიკლ ტერნერს შეხვდა

განიხილეს სამხედრო, უსაფრთხოების, ასევე დემოკრატიული რეფორმების მიმართულებები და რეგიონში არსებული ვითარება.

News.ge 

თინათინ ხიდაშელი: „ჩვენ ვარშავიდან მივდივართ უფრო მეტად დაცული საქართველოთი“

თავდაცვის უწყების ხელმძღვანელის შეფასებით, სამიტი იმაზე უფრო წარმატებული გამოვიდა, ვიდრე მოსალოდნელი იყო.

News.ge 

„მათ ჯგუფურად, განსაკუთრებული სისასტიკით ჩაიდინეს სამი პირის მკვლელობა“ - პროკურატურამ სამი პირი დააკავა

როგორც უწყებაში განაცხადეს, საქმე ეხება 2016 წლის იანვარში თურქეთში მომხდარ მკვლელობას.