„საქართველოს ვიზიტით ვესტუმრები შემოდგომაზე და ეს იქნება კიდევ ერთი მაგალითი ნატო-ს ძლიერი მხარდაჭერისა“
ნატოს ვარშავის სამიტის ფარგლებში გამართული ჩრდილო-ატლანტიკური საბჭოს სხდომის შემდეგ, ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა პრესკონფერენცია გამართა, სადაც საქართველოს საკითხზეც ისაუბრა.