”შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით პოლიტიკური გადაწყვეტილება ევროპაში მიღებულია”
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის დავით ბაქრაძის ინფორმაციით, საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხზე კენჭისყრა ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლებათა, მართლმსაჯულებისა და შინაგან საქმეთა კომიტეტში (LIBE) 5 სექტემბერს გაიმართება: „უკვე შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით პოლიტიკური გადაწყვეტილება ევროპაში მიღებულია. ეს არის საკითხი, რომელიც უკავშირდება პროცედურულ დეტალებს, რაც თანამიმდევრულად მიმდინარეობს შესაბამის სტრუქტურებში. 5 სექტემბერს იგეგმება კენჭისყრა ევროპარლამენტის […]