ბათუმში ნანი ბრეგვაძის 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საღამო გაიმართება
საქართველოს კულტურის პალატის ორგანიზებით, 20 აგვისტოს ბათუმის ხელოვნებისა და მუსიკის ცენტრში, ნანი ბრეგვაძის 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საღამო გაიმართება, რომლითაც მომღერლის საიუბილეო წელი დაიწყება.