ფონდი „ქართუს“ მორიგი საჩუქარი საქართველოს მოსახლეობას
საქველმოქმედო ფონდი „ქართუს“ მორიგი საჩუქარი საქართველოს მოსახლეობას – „ქართუ ჯგუფის“ საკუთრებაში არსებულ 2 ჰექტარ მიწის ნაკვეთზე განთავსებულ მინიატურების პარკი სახელმწიფოს საჩუქრად გადაეცა. “საქართველო მინიატურებში”–საქართველოს კულტურულ–არქიტექტურულ ძეგლთა მაკეტები 2 ჰექტარ მიწის ფართობს იკავებს და შეკვეთილში, ატრაქციონების პარკ “ციცინათელას” მიმდებარე ტერიტორიაზე, ტურისტულ–რეაკრიაციულ პარკშია გაშენებული. მინიატურების კომპლექსი დააპროექტა კომპანიამ “არქიტექტურული ლაბორატორია #3”. კომპლექსი მოიცავს პარკს, არქიტექტურულ ძეგლთა […]