თბილისში ნაგვის შემკრები ახალი კონტეინერები იდგმება (ფოტოები)
შპს “თბილსერვის ჯგუფი“ დედაქალაქის მასშტაბით ახალ ნაგავშემკრებ კონტეინერებს ეტაპობრივად განათავსებს. კომპანიამ 500 ცეცხლგამძლე, პლასტმასის 1100 ლიტრიანი ნაგავშემკრები კონტეინერი შეიძინა. ახალი კონტეინერები დაზიანებულ კონტეინერებს ჩაანაცვლებს.