ირაკლი ოქრუაშვილისთვის ცეცხლის გახსნის საქმეზე ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა
ირაკლი ოქრუაშვილისთვის ცეცხლის გახსნის საქმეზე ბრალდებულ ალექსანდრე ინდუაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. შესაბამისი გადაწყვეტილება გორის რაიონულსასამართლოში მოსამართლე შალვა კაკაურიძემ დღეს გამართულ პროცესზე მიიღო. ალექსანდრე ინდუაშვილი, რომელიც ოქრუაშვილის საარჩევნო კომპანიის დროს ცეცხლის გახსნაშია ბრალდებული, პოლიციას ორი დღის წინ ჩაბარდა. შეგახსენებთ, 2 ოქტომბერს, გორში, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს ირაკლი ოქრუაშვილს ამომრჩევლებთან შეხვედრის დროს ცეცხლი გაუხსნეს. როგორც […]