მოსამართლეებისადმი შეურაცხმყოფელი განცხადებები და უსაფუძვლო ბრალდებები შესაძლოა დასჯადი გახდეს
2016 წლის 6 ოქტომბერს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამრთლეებს შეხვდნენ. ღია შეხვედრაზე საუბარი სასამართლოს გარშემო ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს შეეხო. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეებმა სასამართლო სისტემის და მოსამართლეთა კორპუსის მიზანმიმართულ დისკრედიტაციად შეაფასეს ყოფილი თავმჯდომარის მამუკა ახვლედიანის ბოლოდროინდელი განცხადებები. მოსამართლეთა კორპუსი გაემიჯნა გავრცელებულ ჩანაწერებში გამოთქმულ მოსაზრებებს. […]