ცესკო: მთაწმინდის მე-2 უბანზე მარკირებაგავლილ არცერთ პირს კენჭისყრაში მონაწილეობის საშუალება არ მისცემია
ცენტრალური საარჩევნო კომისიის სპიკერის ანა მიქელაძის განცხადებით, მთაწმინდის მე-2 საარჩევნო უაბნზე არცერთ პირს, რომელსაც მარკირების პროცედურა უკვე გავლილი ჰქონდა, კომისიამ განმეორებით ხმის მიცემის შესაძლებლობა არ მისცა.