წვევამდელთა სისტემა ნატოს წევრი ქვეყნების სტანდარტების მიხედვით ამოქმედდება
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ ესტონეთის რესპუბლიკის პარლამენტის (Riigikogu) ეროვნული თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს ჰანეს ჰანსოს უმასპინძლა. შეხვედრაზე მხარეებმა სამხედრო სავალდებულო სამსახურის მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება. ლევან იზორიას განცხადებით, ქართული მხარე წვევამდელთა სისტემას ნატოს წევრი ქვეყნების სტანდარტების მიხედვით დანერგავს. „განვიხილეთ თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის საკითხები, განსაკუთრებით შევეხეთ წვევამდელთა სისტემას. უნდა ვთქვა, რომ ესტონეთში ეს სისტემა დიდი ხანია მუშაობს […]