სემეკმა წყალმომარაგების კომპანიებს 2017 წლის ტარიფები დაუდგინა
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) 27 დეკემბრის საჯარო სხდომაზე შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერისთვის“, შპს „რუსთავის წყალისთვის“, შპს „მცხეთის წყალისთვის“ წყალმომარაგების 2017 წლის ტარიფების შესახებ ტარიფებისა და ეკონომიკური ანალიზის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი პროექტების შესახებ იმსჯელა.