რუსთაველზე და თავისუფლების მოედანზე საავტომობილო მოძრაობა დროებით იზღუდება
თბილისის სატრანსპორტო საქალაქო სამსახური განცხადებას ავრცელებს, რომელსაც გთავაზობთ: საახალწლო ღონისძიებების გამო, დროებით, იზღუდება საავტომობილო მოძრაობა რუსთაველის გამზირსა და თავისუფლების მოედანზე, რის გამოც, საზოგადოებრივი ტრანსპორტი 31 დეკემბრის 18:00 საათიდან იმოძრავებს შემდეგი მიმართულებით: ფილარმონიიდან თავისუფლების მოედნისკენ მიმავალი ტრანსპორტი ჩაუხვევს ჯავახიშვილის ქუჩაზე, სანაპიროს გავლით გავა ბარათაშვილის ქუჩაზე და მოძრაობას განაგრძობს დადგენილი მარშრუტით. ანალოგიურად იმოძრავებს უკუმიმართულებითაც.