პრეზიდენტი და პირველი საშობაო ლიტურგიას დუშეთში დაესწრნენ
საქართველოს პრეზიდენტი და პირველი ლედი დუშეთში წმინდა ნიკოლოზის ტაძარში ქრისტეშობის ლიტურგიას დაესწრნენ. პრეზიდენტი შობის დღესასწაულს ტრადიციისამებრ, დუშეთში წმინდა ნიკოლოზის ეკლესიაში შეხვდა. გიორგი მარგველაშვილი საშობაო ლიტურიგიას პირველ ლედისთან, მაკა ჩიჩუასთან ერთად დაესწრო. სახელმწიფოს მეთაურმა მართლმადიდებელ მრევლს ქრისტეშობის დღესასწაული მიულოცა.