თვის ბოლომდე საქართველოში არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი
თვის ბოლომდე საქართველოში არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს ინფორმაციით, 26-27 თებერვალს საქართველოში არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი. 26-27 თებერვალს დასავლეთ საქართველოს დაბლობში დღისით ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 9-11 გრადუსი იქნება, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში კი 11-13 გრადუსი. ქვეყნის ზოგიერთ რაიონში გაძლიერდება დასავლეთის მიმართულების ქარი. მაღალმთიან რაიონებში ქარბუქია მოსალოდნელი. თბილისში დღეს უნალექო ამინდი იქნება. დღისით დროგამოშვებით […]