„არცერთი ე.წ. ბრალდება, რაც ბატონი ელისაშვილის მხრიდან, ეკა ბესელიას მიმართ იყო გაჟღერებული, არ დადასტურდა“
იმის გათვალისწინებით, რომ ბატონი ალექსანდრე ელისაშვილის მხრიდან ადგილი ჰქონდა ეკა ბესელიას მიმართ ცილისმწამებლურ და შეურაცხმყოფელ გამონათქვამებს, ქალბატონი ეკა ბესელია იძულებული გახდა ეთხოვა თავისი უფლებების სასამართლო წესით დაცვა.