ირაკლი ლექვინაძე გარემოვაჭრეებს შეხვდა
თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძე, ბაზრობების ასოციაციის წარმომადგენელთან ერთად, გარემოვაჭრეებს შეხვდა. მცირე მეწარმეებმა მიიღეს კონკრეტული შეთავაზებები, თუ სად და რა ფორმით შეუძლიათ საქმიანობის გაგრძელება. თბილისის მერიასა და ბაზრობების ასოციაციას შორის მიღწეული შეთანხმების შედეგად, მოვაჭრეებს შესაძლებლობა აქვთ, აირჩიონ ადგილი სასურველ სავაჭრო ობიექტზე, გაიარონ რეგისტრაცია და დაიწყონ საქმიანობა. მათთვის გათვალისწინებულია შეღავათები – პირველი 6 თვის […]