საქართველოს ოფიციალური ვიზიტით უნგრეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ეწვევა
საქართველოს, 20-21 აპრილს, ოფიციალური ვიზიტით უნგრეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი ეწვევა. უნგრეთის პრემიერის თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 20 აპრილს 17:00 საათზე დაეშვება. 21 აპრილს, 10:00 საათზე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში უნგრეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართება. უნგრელ კოლეგას საქართველოს მთავრობის მეთაური გიორგი კვირიკაშვილი პირისპირ შეხვედრაზე უმასპინძლებს, რის შემდეგაც მოლაპარაკებები გაფართოებულ ფორმატში გაგრძელდება. უნგრეთის პრემიერ-მინისტრის […]