"ბუნებრივია, ეს არის მძიმე მორალური ფაქტი, ხოლო სამართლებრივი რეაგირება აქვს მინდობილი სამართალდამცავ ორგანოებს"
ამის პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ განაცხადა, როდესაც უპასუხა კითხვას, ცოტა უფრო მკაცრი ხომ არ უნდა იყოს ხელისუფლება, როდესაც „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის“ დარღვევის ფაქტები ხდება, როგორც ეს მოხდა მოსკოვის ყოფილი მერის, იური ლუჟკოვის საქართველოში ვიზიტის დროს.