11 марта 2026 года

World News in Georgian

Март
2026
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31

Все новости

Radiotavisupleba.ge 

ევროკომისია ვაშინგტონს მოუწოდებს დაიცვას რუსულ ნავთობზე დაწესებული შეზღუდვები

ევროკომისიამ აშშ-ს მოუწოდა მკაცრად დაიცვას დიდი შვიდეულის (G7) მიერ დაწესებული შეზღუდვები რუსეთის ნავთობის ფასებზე, იმ ფონზე, როცა თებერვლის ბოლოდან აშშ- და ისრაელი ერთობლივ საომარ ოპერაციებს ახორციელებენ ირანის წინააღმდეგ. "ძალიან მნიშვნელოვანია მკაცრად იყოს დაცული G7-ის მიერ დაწესებული მაქსიმალური ფასი და შესაძლო ნაბიჯი საზღვაო გადაზიდვების ასაკრძალად, რათა რუსეთისთვის შეიზღუდოს ომის მოგება. რადგან საპირისპირო ნაბიჯები თვითგამანადგურებელი იქნება" - განაცხადა ევროკომისიის ეკონომიკურმა კომისარმა, ვალდის დომბროვსკსმა პრესკონფერენციაზე. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

როგორ ვრცელდება ბელარუსული პროპაგანდა ლატვიის რადიოეთერში

ლატვიელი რადიომოყვარული როლანდს სტრაუტმალისი თითქმის 30 წელია, რაც დიქსინგით (DXing) არის გატაცებული - ეს არის ჰობი, რომელიც შორეული რადიოსადგურების „დაჭერას“ გულისხმობს. ახლახან ასე იპოვა ის, რასაც არ ელოდა.

Radiotavisupleba.ge 

მიხაილო პოდოლიაკი: “ირანის რეჟიმის ჩამოშლა მსოფლიოს რუსეთის დომინანტური გავლენისგან გაათავისუფლებს“

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი ბუდაპეშტთან ურთიერთობაზე, ახლო აღმოსავლეთის ომსა და რუსეთთან მოლაპარაკებებზე.

Radiotavisupleba.ge 

"მხოლოდ სამოსი რომ ვაჩვენო, დროის დაკარგვა იქნებოდა" - გალიბ გასანოვის ამბავი ყარაჯალარიდან მილანის მოდის კვირეულამდე

31 წლის გალიბ გასანოვი ქვემო ქართლის სოფელ ყარაჯალარიდან დღეს მილანში მოდის ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო ახალგაზრდა დიზაინერად მიიჩნევა. ჟურნალი „ვოგი“ მას ამომავალ ვარსკვლავს უწოდებს. თებერვლის ბოლოს მილანის მოდის კვირეული გალიბის პროექტის Institution-ი (ინსტიტუცია) ჩვენებით გაიხსნა.

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის არმიამ, შესაძლოა, იმოქმედოს საზღვარგარეთ დაპატიმრებული რუსების დასაცავად

რუსეთის ხელისუფლების საკანონმდებლო ქმედებების კომისიამ დასტური მისცა სახელმწიფო სათათბიროში შეტანას კანონპროექტისა, რომელიც ითვალისწინებს სამხედროების მოხმობას უცხოეთში სასამართლო დევნას დაქვემდებარებული რუსეთის მოქალაქეების დასაცავად. ამ ცნობას წყაროებზე დაყრდნობით სამშაბათს ავრცელებენ "ინტერფაქსი" და РБК. კანონპროექტი, როგორც РБК აღნიშნავს, თავდაცვის სამინისტროს მიეერაა შემუშავებული და ეხება მხოლოდ იმ სასამართლოებს, რომლებშიც რუსეთი არ მონაწილეობს და რომელთა კომპეტენცია არ ეფუძნება რუსეთთან საერთაშორისო შეთანხმებებს... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

პენტაგონის ხელმძღვანელი გამოდის გაფრთხილებით "ირანზე ყველაზე ინტენსიური დარტყმის" შესახებ

აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა, პიტ ჰეგსეთმა 10 მარტს გამართულ ბრიფინგზე გააკეთა განცხადება აშშ-ის მხრიდან ირანის წინააღმდეგ "ყველაზე ინტენსიური" დარტყმის შესახებ მას მერე, რაც თებერვლის ბოლოს ირანის წინააღმდეგ საომარი მოქმედებები დაიწყო. "ყველაზე მეტი გამანადგურებელი, ყველაზე მეტი ბომბდამშენი, ყველაზე მეტი დატყმა, უფრო დახვეწილი და ყველაზე გაუმჯობესებული სადაზვერვო მონაცემები" - თქვე ჰეგსეთმა პენტაგონში გამართულ ბრიფინგზე. ამასთან, მინისტრმა აღნიშნა, რომ ბოლო დღე-ღამის განმავლობაში თავად ირანმა ომის... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

სპარსეთის ყურის ქვეყნებმა მკვეთრად შეამცირეს ნავთობის მოპოვება

ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებმა დღე-ღამეში 6-7 მილიონი ბარელით შეამცირეს ნავთობის მოპოვება, ჰორმუზის სრუტის გარშემო შექმნილი კრიზისის გამო - იუწყება სააგენტო Bloomberg-ი, წყაროებზე დაყრდნობით. ამის მიზეზი გახდა ირანის მხრიდან შემოღებული აკრძალვა ხომალდების გადაადგილებაზე ჰორმუზის სრუტეში და ნავთობის საცავების სწრაფი შევსება, თითქმის გაჩერებული ექსპორტის ფონზე. ჰორმუზის სრუტე არის ერთადერთი საზღვაო მარშრუტი სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან ნავთობის ექსპორტისთვის. აშშ-სა და ისრაელის მხრიდან ირანის წინააღმდეგ... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ბრძოლა „შაჰედების“ ტალღებთან. ირანული დრონები ამერიკული საჰაერო თავდაცვის წინააღმდეგ

ომის ათი დღის განმავლობაში ირანმა ჯამში გაუშვა ათასობით კამიკაძე-დრონი და მინიმუმ ხუთასი რაკეტა.

Radiotavisupleba.ge 

გაეროს კომისიამ რუსეთის მიერ უკრაინელი ბავშვების წაყვანას უწოდა კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული

გაეროს საერთაშორისო კომისიამ კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული უწოდა უკრაინელი ბავშვების გადაყვანას ტერიტორიაზე, რომელსაც არ აკონტროლებს კიევი. ეს ინფორმაცია ტელეარხ "ნასტოიაშჩეე ვრემიას" აცნობა გაეროს დამოუკიდებელი საერთაშორისო კომისიამ, რომელიც იძიებს რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებულ ომში ჩადენილ დარღვევებს. კომისიამ გამოაქვეყნა ახალი ანგარიშიც, რომელშიც დეტალურად აღწერს შარშან ჩატარებული გამოძიების შედეგებს. უკრაინის მონაცემებით, 2022 წელს იქ მოსკოვის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ რუსეთმა გაიყვანა 20 ათასამდე უკრაინელი ბავშვი... Читать дальше...