World News in Georgian
Март
2026

Новости за 03.03.2026

Radiotavisupleba.ge 

„ქართული ოცნებისა“ და „ხალხის ძალის“ დეპუტატები აშშ-ში იმყოფებიან

სადავო პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის წევრი ლიკა შარტავა და „ხალხის ძალის“ დეპუტატი ეკა სეფაშვილი აშშ-ში იმყოფებიან.

Radiotavisupleba.ge 

ირანი ჰორმუზის სრუტის დაკეტვას ცდილობს და ნავთობის ფასის 200 დოლარამდე გაზრდით იმუქრება

ირანი აცხადებს, რომ ჩაკეტა ჰორმუზის სრუტე, ვიწრო გასასვლელი სპარსეთის ყურიდან ოკეანეში, რომელიც მსოფლიოს ნავთობის 20%-ს ატარებს. თეირანის გეგმაა, დაბლოკოს ნავთობის „ყველა წვეთი“, რათა ფასი მაქსიმალურად გაიზარდოს.

Radiotavisupleba.ge 

ისრაელი ირანში "სამეთაურო შტაბის" განადგურებაზე იუწყება, მედია "ექსპერტთა ასამბლეის" შენობაზე იერიშზე წერს

ისრაელის თავდაცვის ძალების მიერ 3 მარტს გავრცელებული ინფორმაციით, „ირანის რეჟიმის ხელმძღვანელობის კომპლექსი - ცენტრალური შტაბი განადგურდა.

Radiotavisupleba.ge 

მილიონერი სპორტის მინისტრი „ქეშად“ 350 000 ლარს ინახავს - დეკლარაცია

„ქართული ოცნების“ მთავრობის სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე ნაღდი ფულის სახით 350 000 ლარს ინახავს. ამის შესახებ მან დეკლარაციაში ჩაწერა, რომელიც 2025 წლის 31 დეკემბერს შეავსო.

Radiotavisupleba.ge 

დაწვა, დასაფლავება - როგორ და სად ნადგურდება სამედიცინო ნარჩენი, ამპუტირებული კიდურები

თებერვლის ბოლოს, თითქმის ერთთვიანი ლოდინის შემდეგ, სოფელ მელაურის მოსახლეობამ, „ძველი ფერმის“ ტერიტორიაზე დაყრილი დიდი რაოდენობის სამედიცინო ნარჩენის, სავარაუდოდ, სხეულის ამპუტირებული ნაწილების გატანას რომ ვერ მიაღწია, ჟურნალისტებს დაუკავშირდა.

Radiotavisupleba.ge 

ტრამპი ირანთან მოლაპარაკებებზე - "ძალიან გვიანია!" ვენსი ტრამპზე - "არ დაუშვებს ქვეყნის მრავალწლიან კონფლიქტში ჩართვას"

„მათი საჰაერო თავდაცვა, საჰაერო ძალები, საზღვაო ძალები და ხელმძღვანელობა გაქრა. მათ სურთ მოლაპარაკებები. მე ვთქვი „ძალიან გვიანია!“", - დაპოსტა 3 მარტს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში.

Radiotavisupleba.ge 

ვალები, ნარკოტიკები და ეპსტინის ფაილები - ჩეჩენი ოლიგარქისა და რუსეთის სენატორის თვითმკვლელობა

67 წლის ბიზნესმენი და რუსეთის ფედერაციის საბჭოს ყოფილი წევრი, უმარ ჯაბრაილოვი მოსკოვში საკუთარ ბინაში სასიკვდილოდ დაჭრილი იპოვეს. როგორც რუსული მედია წერს, მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

Radiotavisupleba.ge 

პეტრეუსი: „ეს უნდა იყოს საუბარი გამარჯვებულსა და დამარცხებულს შორის“ - რას მოიტანს ხამენეის სიკვდილი ირანისთვის?

აშშ-ის სამხედრო ძალების ყოფილი მეთაური ერაყსა და ავღანეთის სამხედრო კამპანიების დროს, გადამდგარი ოთხვარსკვლავიანი გენერალი, ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის ყოფილი დირექტორი, დევიდ პეტრეუსი მხარს უჭერს ტრამპის ადმინისტრაციის ღიაობას ირანზე შეტევის მიღწევებისა და დანაკარგების შესახებ.

Radiotavisupleba.ge 

"თუკი ტრამპს ყველაფერი გამოსდის..." - რა აშინებს მოსკოვს, ირანში აშშ-სა და ისრაელის მასშტაბური საბრძოლო ოპერაციის დაწყების შემდეგ

კრემლის "მეგობართა წრე" იშლება; რუსეთი არ და ვერ ეხმარება მოკავშირეებს - ბოლო დროს გამოკვეთილი ეს ორი ტენდენცია კიდევ უფრო გამყარდა ირანის წინააღმდეგ აშშ-ისა და ისრაელის მიმდინარე სამხედრო ოპერაციისას. რუსეთისთვის არასასურველ და ხშირად სახიფათო პროცესებზე კრემლის მომხრეებიც მიუთითებენ.

Radiotavisupleba.ge 

IAEA ადასტურებს ირანში, ნათანზის ბირთვული ობიექტის ზოგიერთი ნაგებობის დაზიანებას

ირანზე აშშ-ის და ისრაელის დარტყმების (28 თებერვლიდან) შედეგად დაზიანებულია ნათანზის რაიონში მდებარე ბირთვული საწვავის გადამამუშავებელი მიწისქვეშა ქარხნის ზოგიერთი კონსტრუქცია. ეს ქარხანა მნიშვნელოვნად დაზიანდა ისრაელის და აშშ-ის მიერ ირანის ბირთვული ობიექტების წინააღმდეგ 2025 წლის ივნისში ჩატარებული ოპერაციის შედეგად. ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ(IAEA) ახალი სატელიტური ფოტოების საფუძველზე დღეს, 3 მარტს დაადასტურა, რომ დაზიანებულია ობიექტზე შესასვლელი ნაგებობები. სააგენტოს თანახმად, რადიოლოგიური შედეგები მოსალოდნელი არ არის. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ირანი 700-ზე მეტი დაღუპულის შესახებ იუწყება

ორგანიზაცია „წითელი ნახევარმთვარის“ ირანის ოფისი, რომლის საქმიანობასაც ისლამური რესპუბლიკის ხელისუფლება აკონტროლებს, აშშ-ისა და ისრაელის სამხედრო ოპერაციის დაწყების შემდეგ 700-ზე მეტი დაღუპულის შესახებ იუწყება. ანალოგიურ მონაცემებს ფლობს უფლებადამცველი ორგანიზაცია Human Rights Activists in Iran(HRANA), რომელიც აშშ-დან საქმიანობს. „წითელი ნახევარმთვარის“ მიერ 3 მარტს გავრცელებული ინფორმაციით, 28 თებერვლიდან ირანის 150-ზე მეტ რაიონში დაიღუპა 787 ადამიანი, მათ შორის 176 ბავშვი. HRANA-ს მონაცემებით,... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ირანის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით საბერძნეთში საქართველოს მოქალაქე დააკავეს

საბერძნეთის სამართალდამცავმა უწყებებმა დააკავეს საქართველოს მოქალაქე, 36 წლის კაცი, რომელიც ეჭვმიტანილია კუნძულ კრეტაზე საზღვაო ბაზაზე ჯაშუშობაში - ირანის ისლამური რესპუბლიკის სასარგებლოდ.

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის ჯარებმა ისევ დაარტყეს უკრაინის ენერგოობიექტებს

რუსეთის ჯარებმა მორიგი შეტევა მიიტანეს უკრაინის ენერგოობიექტებსა და საპორტო ინფრასტრუქტურაზე. დაზიანებულია სახლებიც. ამის შესახებ დღეს, 3 მარტს იუწყება უკრაინის ხელისუფლება. დრონებით შეტევა, რომელიც შუაღამის შემდეგ დაიწყო, დილითაც გრძელდებოდა.

Radiotavisupleba.ge 

ისრაელმა სახმელეთო ოპერაცია დაიწყო ლიბანის სიღრმეში

ისრაელმა, რომელიც შეერთებულ შტატებთან ერთად განაგრძობს ირანზე დარტყმებს და პარალელურად ლიბანში ბომბავს ირანის მხარდამჭერი, აშშ-ის და ისრაელის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებული ჰეზბოლას პოზიციებს, სამხრეთ ლიბანის სიღრმეში გაგზავნა სახმელეთო ძალები. ისრაელის თავდაცვის არმიამ დღეს, 3 მარტს განაცხადა, რომ ჯარები განათავსეს ისრაელის მიერ ამ რაიონში ადრე გახსნილი ხუთი საგუშაგოს მიღმა, რათა გააძლიერონ თავდაცვა და ისრაელის ჩრდილოეთ რაიონების უსაფრთხოება. თავდაცვის მინისტრ ისრაელ კაცის თანახმად,... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

შსს „ლიბერთის“ სათავო ოფისში ხანძრის სავარაუდო მიზეზს ასახელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო „ლიბერთი ბანკის“ სათავო ოფისში ხანძრის სავარაუდო მიზეზს ასახელებს და აცხადებს, რომ გამოძიება გრძელდება.

Radiotavisupleba.ge 

მხოლოდ 2026-2027 სასწავლო წელს, I კლასში რეგისტრაციას შეძლებენ ბავშვები, რომელთაც 6 წელი 31 დეკემბრის ჩათვლით შეუსრულდებათ

მხოლოდ წელს - 2026-2027 სასწავლო წელს - პირველ კლასში რეგისტრაციას ის ბავშვებიც შეძლებენ, რომელთაც 6 წელი 31 დეკემბრის ჩათვლით შეუსრულდებათ. ამის შესახებ დღეს, 3 მარტს, განათლების სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე გივი მიქანაძემ განაცხადა. მისი განმარტებით, გადაწყვეტილების საფუძველია "მშობელთა საუკეთესო ინტერესების" და "მოქალაქეთა აზრის" გათვალისწინება. "ქართული ოცნების" მთავრობის მიერ დაგეგმილი ზოგადი განათლების რეფორმის ფარგლებში, მომდევნო წლებში ბავშვის პირველ კლასში დარეგისტრირება შესაძლებელი იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

აშშ და ისრაელი ირანზე მორიგი შეტევის შესახებ იუწყებიან, ირანი - საპასუხო დარტყმაზე

ამერიკის შეერთებული შტატები და ისრაელი ირანზე მორიგი დარტყმების შესახებ იუწყებიან. ისრაელის თანახმად, იერიში ისევ მიიტანეს ირანის მხარდამჭერი ჰეზბოლას პოზიციებზეც ლიბანში. საპასუხო დარტყმების შესახებ იუწყებიან ირანი და ჰეზბოლა.

Radiotavisupleba.ge 

ირანზე ყველაზე ძლიერი დარტყმები ჯერ კიდევ წინ არის - სახელმწიფო მდივანი რუბიო

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო აცხადებს, რომ ირანზე დარტყმები გაძლიერდება და ვარაუდობს, რომ სახმელეთო ძალების გამოყენება საჭირო არ იქნება.

Radiotavisupleba.ge 

ბანკ „ლიბერთის” სათავო ოფისში ხანძარი იყო

დღეს, 3 მარტს ხანძარი იყო ბანკ „ლიბერთის” სათავო ოფისში, რომელიც თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მდებარეობს. ცეცხლი შენობის ერთ მხარეს, რამდენიმე სართულის სიმაღლეზე იყო მოდებული.

Radiotavisupleba.ge 

საუდის არაბეთში აშშ-ის საელჩოზე დრონებით შეტევა იყო

საუდის არაბეთის დედაქალაქ ელ-რიადში დრონებით შეტევა იყო აშშ-ის საელჩოზე. საუდის არაბეთი რეგიონის იმ ქვეყნებს შორისაა, რომლებსაც ირანის ძალები უტევენ მის წინააღმდეგ აშშ-ის და ისრაელის სამხედრო ოპერაციის დაწყების შემდეგ.

Radiotavisupleba.ge 

უკრინის საერთაშორისო ლეგიონების რეფორმა

2025 წლის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ უკრაინაში გადაწყდა უკრაინის სახმელეთო ჯარების ოთხი ქვედანაყოფის დაშლა. რუსეთთან სრულმასშტაბიანი ომის დასაწყისშივე ისინი შეიქმნა „საერთაშორისო ლეგიონების“ საერთო სახელწოდებით. გენერალური შტაბის გეგმის თანახმად, ჯარისკაცებს, რომლებიც ამ ქვედანაყოფებში მსახურობდნენ, მათ შორის უცხოელებს, მოიერიშე ჯარებში უნდა გაეგრძელებინათ სამსახური. უკრაინის შეიარაღებული ძალების სარდლობა ირწმუნება, რომ რეფორმა ევოლუციური პროცესია და რომ „ლეგიონებმა“ უკვე შეასრულეს თავიანთი ამოცანა. Читать дальше...