6 марта 2026 года

World News in Georgian

Март
2026
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31

Все новости

Radiotavisupleba.ge 

"ირანში აიათოლების მარაგი ამოუწურავია, რაკეტებისგან განსხვავებით - ჯონ ლი ანდერსონი ხამენეის მემკვიდრეობაზე

“ისლამური რესპუბლიკა, რომელსაც დღეს ვხედავთ, დიდწილად ხამენეის ხელით შექმნილი პოლიტიკური სისტემაა” - ეუბნება ამერიკელი ჟურნალისტი, ბიოგრაფი, საგამოძიებო და ომის რეპორტიორი ჯონ ლი ანდერსონი რადიო თავისუფლებას.

Radiotavisupleba.ge 

WP: რუსეთი ირანს აწვდიდა ინფორმაციას აშშ-ის სამხედრო ობიექტების მდებარეობის შესახებ

ომის დაწყებიდან მოყოლებული, რუსეთი ირანს აწვდიდა ინფორმაციას ამერიკული სამხედრო ობიექტების, მათ შორის სამხედრო გემებისა და თვითმფრინავების ადგილმდებარეობის შესახებ, იტყობინება The Washington Post დაზვერვასთან დაკავშირებულ სამ წყაროზე დაყრდნობით. „როგორც ჩანს, ეს საკმაოდ მასშტაბური ინიციატივაა“, თქვა ერთ-ერთმა წყარომ. როგორც გამოცემა აღნიშნავს, ირანისთვის სამიზნეების განსაზღვრაში რუსეთის დახმარების მასშტაბები გაურკვეველი რჩება. ოფიციალური პირების თქმით, ირანის სამხედროების უნარი, აღმოაჩინონ აშშ-ის ჯარები... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

უნგრეთი გააძევებს უკრაინის სახელმწიფო ბანკის 7 დაკავებულ ინკასატორს

უნგრეთის მთავრობამ გადაწყვიტა ქვეყნიდან გააძევოს უკრაინის 7 მოქალაქე, რომლებიც ბუდაპეშტის თანახმად, ფულის გათეთრების ეჭვის გამო დააკავეს. უკრაინა ამ ვერსიას უარყოფს და უნგრეთს უკანონო ქმედებებში ადანაშაულებს.

Radiotavisupleba.ge 

აზერბაიჯანმა განაცხადა, რომ ირანიდან თავის დიპლომატიურ პერსონალს გაიყვანს

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეიჰუნ ბაირამოვმა განაცხადა, რომ ბაქო ირანიდან თავის დიპლომატიურ პერსონალს გაიყვანს. „ეს პროცესი ეხება როგორც საელჩოს თეირანში, ისე თავრიზში არსებულ გენერალურ საკონსულოსაც. ამჟამად ამ კუთხით სამუშაოები მიმდინარეობს“, განაცხადა ბაირამოვმა პრესკონფერენციაზე. მინისტრმა აღნიშნა, რომ რეგიონში მიმდინარე მოვლენების გათვალისწინებით, ადამიანის სიცოცხლეს საფრთხე არ უნდა ემუქრებოდეს და ამჟამად პერსონალის ევაკუაციისთვის მზადება მიმდინარეობს. 5 მარტს აზერბაიჯანის ქალაქ ნახიჩევანზე ოთხმა დრონმა განახორციელა დარტყმები. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

კომუნიკაციების კომისია "იმედის" და "პოს ტვ-ს" ობიექტურობას შეაფასებს

"მედიაგარემოში არსებული გამოწვევების ანალიზის საფუძველზე, აუცილებლად მიგვაჩნია, მომდევნო კვირიდან კომისიამ პრაქტიკაში აამოქმედოს „მაუწყებლობის შესახებ“ კანონითა და „მაუწყებელთა ქცევის კოდექსით“ დადგენილი ნორმები.

Radiotavisupleba.ge 

კალაძის შტაბთან პუბლიკის ჟურნალისტებზე თავდამსხმელებს 3000-3000-ლარიანი გირაო შეეფარდათ

პროკურორმა, ლაშა გამყრელიძემ, სასამართლო სხდომაზე თქვა, რომ სახეზეა დანაშაულის ჩადენის, მოწმეებზე ზემოქმედების და მტკიცებულებების განადგურების საქმეები - მისივე თქმით, ამ რისკების დასაზღვევად 3 000-ლარიანი გირაო საკმარისია.

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერება ძალაში შევიდა

დღეიდან, 6 მარტიდან ძალაში შევიდა ევროკომიის გადაწყვეტილება ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების შესახებ.

ИА «Новости-Грузия» 

Как скажется на Грузии конфликт на Ближнем Востоке – мнение политиков и экспертов

Правительство Грузии выразило соболезнования народу Ирана в связи с гибелью мирных жителей, политических лидеров и детей, а также народу Израиля в связи с гибелью мирного населения

Radiotavisupleba.ge 

ირანი ნავთობპროდუქტების გაძვირებას ცდილობს - რა მოხდება საქართველოში?

ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვის გარდა, ირანი მილსადენების აფეთქებითაც იმუქრება, აშშ-ისა და ისრაელის სამხედრო ოპერაციის საპასუხოდ. გაჩნდა ეჭვები ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის აფეთქების შესახებ.

ИА «Новости-Грузия» 

ЕС частично приостановил безвизовый режим для Грузии

Механизм приостановки действия виз активируется в ответ на преднамеренное и продолжающееся нарушение Грузией обязательств, взятых в рамках безвизового режима, говорится в сообщении Еврокомиссии

Radiotavisupleba.ge 

უკრაინამ და რუსეთმა კიდევ 300-300 ტყვე გაცვალეს

უკრაინაში დაბრუნდა რუსეთის ტყვეობიდან გათავისუფლებული 300 სამხედრო მოსამსახურე და ორი სამოქალაქო პირი. სანაცვლოდ უკრაინამ 300 რუსი სამხედრო ტყვე გაათავისუფლა. ტყვეთა მორიგი გაცვლა დღეს, 6 მარტს შედგა.

Radiotavisupleba.ge 

რუსმა დიპლომატმა ხამენეის სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვა ირანის საელჩოში საქართველოში

საქართველოში შვეიცარიის საელჩოს რუსეთის ინტერესების სექციის ხელმძღვანელი, დმიტრი ოლისოვი საქართველოში ირანის საელჩოში მივიდა ირანის უზენაესი ლიდერის, ალი ხამენეის სამძიმრის წიგნში ჩანაწერის გასაკეთებლად.

Radiotavisupleba.ge 

დრონები ოკუპირებულ აფხაზეთში - გუნბამ და გაგლოევმა ვითარება სატელეფონო საუბარში განიხილეს

ოკუპირებული აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ლიდერებმა ტელეფონით ისაუბრეს.

Radiotavisupleba.ge 

უნგრეთი უკრაინის პრეზიდენტს „ღია მუქარაში" ადანაშაულებს

უნგრეთის მთავრობამ „ღია მუქარად" მიიჩნია რუსეთთან ომში მყოფი უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადება, რომელიც ევროკავშირის 90-მილიარდიანი დახმარების განბლოკვის აუცილებლობაზე საუბრისას გააკეთა. ევროკავშირის მიერ უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს კრედიტის გაცემა უნგრეთმა დაბლოკა მას შემდეგ, რაც მილსადენ „დრუჟბის“ დაზიანების შედეგად შეწყდა უკრაინის გავლით უნგრეთში რუსული ნავთობის ტრანზიტი. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 5 მარტს გამართულ ბრიფინგზე, არმიის საჭიროებებზე საუბრისას განაცხადა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ტრამპს ირანისთვის „კარგი ლიდერი“ სურს

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, რომლის ბრძანებით, ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია მიმდინარეობს, განაცხადა, რომ ირანის ხელისუფლების სრულად მოშორება სურთ. ტელეკომპანია NBC News-თან სატელეფონო ინტერვიუში ტრამპმა თქვა, რომ სურთ ირანში „ყველაფერი გაწმინდონ“ და ამ ქვეყნის „კარგი ლიდერობის“ რამდენიმე კანდიდატი ჰყავთ. ტრამპმა კონკრეტული კანდიდატები არ დაასახელა, თუმცა განაცხადა, რომ მიმართვენ ზომებს, რათა ეს ხალხი ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციას გადაურჩეს. 28 თებერვალს, ირანის წინააღმდეგ აშშ-ისრაელის... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

უკრაინამ უნგრეთი დაადანაშაულა 7 მოქალაქის „მძევლად აყვანასა“ და „ფულის მოპარვაში“

უნგრეთში დააკავეს უკრაინის სახელმწიფო შემნახველი ბანკის, Ощадбанк-ის ინკასატორთა სამსახურის ორი ავტომობილი და ინკასაციის ბრიგადის 7 თანამშრომელი. ინფორმაცია 5 მარტს მომხდარი ინციდენტის შესახებ ბანკის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნდა.

Radiotavisupleba.ge 

ისრაელი ირანში ოპერაციის ახალ ფაზაზე იუწყება, აშშ - ირანული რაკეტებით და დრონებით შეტევების შემცირებაზე

ისრაელის არმიის გენერალურმა შტაბმა გამოაცხადა, რომ ისრაელი ირანის წინააღმდეგ ოპერაციის ახალ ფაზაზე გადადის.

Radiotavisupleba.ge 

ტრამპმა Reuters-ს განუცხადა, რომ აშშ-მა ირანის შემდეგი ლიდერის არჩევაში მონაწილეობა უნდა მიიღოს და ქურთული ოპოზიცია წააქეზა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა Reuters-ს განუცხადა 5 მარტს, რომ მას სურს, შეერთებულმა შტატებმა თავისი როლი ითამაშოს ირანის შემდეგი ლიდერის არჩევაში და ქურთი ოპოზიციური ჯგუფები იერიშისკენ წააქეზა. სატელეფონო ინტერვიუში ტრამპმა განაცხადა, რომ ახალი ლიდერის არჩევის პროცესი ჯერ კიდევ ადრეულ ეტაპზეა, თუმცა გარდაცვლილი უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი, მოჯთაბა, ნაკლებად სავარაუდო არჩევანია. მას დეტალები არ დაუზუსტებია. „ჩვენ გვსურს ჩავერთოთ იმ პირის არჩევის პროცესში, რომელიც მომავალში ირანს წარმართავს“, - განაცხადა ტრამპმა. Читать дальше...