მზია ამაღლობელის მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე სხდომა გადაიდო
ონლაინგამოცემების, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე სხდომა ბათუმის საქალაქო სასამართლოში 6 მარტისთვის გადაიდო, სხდომა 17:00 საათზე დაიწყება. როგორც მოსამართლე სალიხ შაინიძემ განაცხადა, სხდომის გადადების მიზეზად იქცა ის, რომ დაცვის მხარეს არ ჩაჰბარებია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის მასალები და ის, რომ მზია ამაღლობელის დისტანციურად ჩართვა ვერ მოხერხდა, მისი სურვილის მიუხედავად. "მისი მონაწილეობა სხდომაზე ვერ ხერხდება, არ ვიცით მიზეზი. Читать дальше...