Май
2016

Новости за 01.05.2016

Rustavi 2 (rustavi2.com) 

ადამიანები, რომლებიც საქართველოს მოქალაქეობის მიღებას ვერ ახერხებენ

საქართველოში არსებობენ ადამიანები, რომლებიც საქართველოს მოქალაქეობის მიღებას ვერ ახერხებენ, რის გამოც მათ შემწეობის მიღების შესაძლებლობა წართმეული აქვთ. სპეციალურად P.S.-სთვის გიორგი გვიშიანი, ომარ რამიშვილს მაგალითზე გიამბობთ რატომ ვერ ახერხებენ ადამიანები საქართველოს მოქალაქის სტატუსის მოპოვებას და რა პრობლემები ექმნებათ მათ მოქალაქეობის სტატუსის არქონის გამო.

Читать дальше...

Rustavi 2 (rustavi2.com) 

თბილისში 10 000-მდე ადამიანი უფასო სადილს ელოდება

დღეს საქართველოში დაახლოებით 200 ათას ადამიანს გამომდინარე მათი ეკონომიური მდგომარეობისა, კანონით შეუძლია უფასო კვება მოითხოვოს, თუმცა მთავრობის მიერ გამოყოფილი თანხით ამ შეღავათით მხოლოდ 34 ათასი ადამიანი სარგებლობს. დანარჩენი მოლოდინშია.

Читать дальше...

Rustavi 2 (rustavi2.com) 

მავთულხლართებს მიღმა დარჩენილი სახლები და წინაპართა საფლავები

მავთულხლართებს მიღმა დარჩენილი სახლები და წინაპართა საფლავები. პოსტსკრიპტუმი დაინტერესდა რა მდგომარეობაში ხვდება მავთულხლართებს იქით დარჩენილი მოსახლეობა აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს.

Читать дальше...

Rustavi 2 (rustavi2.com) 

"რუსთავი 2-ის" საქმე-საჩივრები, რომელზე მიღებული გადაწყვეტილებაც ამ დრომდე ცნობილი არ არის

რუსთავი 2-ის გარშემო მიმდინარე პროცესი 13 მაისისთვის ჩაინიშნა. რუსთავი 2-ს სააპელაცი სასამართლოში შეტანილი აქვს 2 საჩივარი. პირველი სასამართლომ ჯერ კიდევ 31 მარტს განიხილა და ამ დრომდე არ არის ცნობილი რა გადაწყვიტა. საუბარია რუსთავი 2-ის მოწილე, ტელეკომპანია საქართველოს წილების დაყადაღების საკითხზე.

Читать дальше...

Rustavi 2 (rustavi2.com) 

1200-ზე მეტი გაუქმებული სარეკრეაციო ზონა-მშენებლობებისგან დაზარალებული ქალაქი

მშენებლობები, რომლებიც დედაქალაქის იერსახეს და მწვანე ზოლს აზიანებს ისევე როგორც წლების წინ, დღესაც აქტუალური საკითხია და მოუგვარებელ პრობლემად რჩება. 

Читать дальше...

Rustavi 2 (rustavi2.com) 

ბოტანიკური ბაღის ხმაურიანი საქმე-აუქციონამდე რამდენიმე დღე რჩება

ბოტანიკური ბაღის საკითხის ირგვლივ ხმაური გრძელდება. იმ სამანქანო გზის დასაგებად, რომელიც განხილვით თემა გახდა პირველი პრაქტიკული ნაბიჯები შარშან შემოდგომაზე გადაიდგა. თბილისის მერიამ, პროექტზე ტენდერი გამოაცხადა. გაიმარჯვა თამაზ შილაკაძის პროექტმა. გზის გაფართოებას ხუთასამდე ხის მოჭრა-გადარგვა და რამდენიმე ადგილზე გაზის მილის გადაწევა დასჭირდა.

Читать дальше...

Rustavi 2 (rustavi2.com) 

"ქართული ოცნების" საარჩევნო კამპანიის დაფინანსების სქემა-"ნაციონალური მოძრაობა" ივანიშვილის ოფშორულ კომპანიებზე საუბრობს

ბიძინა ივანიშვილის ოფშორული იმპერიის ქართული შვილობილი კომპანიები აქტიურად იყვნენ ჩართულები 2012 წლის საარჩევნო კამპანიაში-ამ განცხადებას ნაციონალური მოძრაობის წევრები აკეთებენ. მათი ინფორმაციით ქართული ოცნების უფშორულ ზურგს უკან ივანიშვილის დისშვილი კახა კობიაშვილი დგას.

Читать дальше...

Rustavi 2 (rustavi2.com) 

შევარდნაძის მთავრობის კიდევ ერთი კადრი პარლამენტში-აკაკი ჩხაიძე პოლიტიკაში ბრუნდება

რკინიგზის ყოფილი შეფი აკაკი ჩხაიძე პარლამენტის წევრობისთვის ემზადება. ჩხაიძემ საკუთარი გეგმები მთავრობას უკვე გააცნო. 

Читать дальше...

Rustavi 2 (rustavi2.com) 

აღდგომის დღესასწაულისადმი მიძღვნილ ტრაპეზს საქართველოს პრეზიდენტი და პირველი ლედი დაესწრნენ

სააღდგომო ტრაპეზი საპატრიარქოში - მიღებას საქართველოს პრეზიდენტი და პირველი ლედი დაესწრნენ. დღესასწაულისადმი მიძღვნილ ტრაპეზე იმყოფებოდნენ ასევე პარლამენტის თავმჯდომარე, დეპუტატები, მთავრობის წევრები, დედაქალაქის მერი. გიორგი მარგველაშვილმა პატრიარქსა და სრულიად საქართველოს დღევანდელი დღესასწაული მიულოცა.  

Rustavi 2 (rustavi2.com) 

პაატა ბურჭულაძემ მოსახლეობას აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა

სააღდგომო ღვთისმსახურებას საქართველოს განვითარების ფონდის დამფუძნებელი ჩოხატაურის რაიონის სოფელ სამებაში, სამების ტაძარში დაესწრო. პაატა ბურჭულაძემ ბრწყინვალე დღესასწაულის მნიშვნელობაზე ისაუბრა და მართლმადიდებლებს ქრისტეს აღდგომა მიულოცა.

Читать дальше...

Rustavi 2 (rustavi2.com) 

თურქეთში აფეთქებას მსხევრპლი მოჰყვა

მორიგი აფეთქება მოხდა ცოტა ხნის წინ თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში. თავდასხმა ქალაქ გაზიან-ეპში მოხდა. ასაფეთქებელი მოწყობილობა პოლიციის სამმართველოს შენობასთან ამოქმედდა. არის მსხვერპლი. წინასწარი მონაცემებით დაღუპულია 1 პოლიციელი. 13 დაშავებული კი, რომელთა შორის რიგითი გამვლელებიც არიან, საავამდყოფოშია გადაყვანილი. აფეთქებაზე პასუხისმგებლობა არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია. სამართალდამცველები მომხდარში ქურთ სეპარატისტებს ადანაშაულებენ.

Rustavi 2 (rustavi2.com) 

სამების ტაძარში საღმრთო ლიტურგიას საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ

სამების ტაძარში საღმრთო ლიტურგიას ესწრებოდნენ საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები. ყველა მათგანი დღევანდელი დღის მნიშვნელობაზე საუბრობს. შეფასდა პატრიარქის სააღდგომე ეპისტოლეც.

Читать дальше...

Rustavi 2 (rustavi2.com) 

საღმრთო ლიტურგიას სამების საკათედრო ტაძარში მთავრობის წევრები ესწრებოდნენ

საღმრთო ლიტურგიას მთავრობის წევრები, დედაქალაქის მერი და საკრებულოს თავმჯდომარე ესწრებოდნენ. ყველა მათგანი დღევანდელი დღის მნიშვნელობაზე საუბრობს და პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლეს აფასებს. 

Читать дальше...

Rustavi 2 (rustavi2.com) 

აღდგომის ღამეს გირჩის ჩუღურეთის რაიონის ოფისი დაარბიეს

აღდგომის ღამეს დაარბიეს გირჩის ჩუღურეთის რაიონის ოფისი. წინამძღვრიშვილის ქუჩაზე მდებარე ახალი პოლიტიკური ცენტრის შენობაში ფანჯრები ქვებითა და აგურებით არის ჩამსხვრეული.

Читать дальше...

Rustavi 2 (rustavi2.com) 

გიორგი კვირიკაშვილმა საზოგადოებას აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა

სააღდგომო წირვა-ლოცვა სამების საკათედრო ტაძარში ღამის 11:00 საათზე დაიწყო. საღმრთო ლიტურგიას პრემიერმინისტრიც ესწრებოდა. გიორგი კვირიკაშვილმა საზოგადოებას აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა და პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე შეაფასა.

Читать дальше...

Rustavi 2 (rustavi2.com) 

ახმეტის რაიონის სოფელ მაღრაანის ტყეში მდებარე ტბაში 18 ტანკსაწინააღმდეგო ჭურვი ნახეს

ახმეტის რაიონის სოფელ მაღრაანის ტყეში მდებარე ტბაში 18 ტანკსაწინააღმდეგო ჭურვი ნახეს.

Читать дальше...

Rustavi 2 (rustavi2.com) 

აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, დღეს და ხვალ თბილისში არსებული სასაფლაოების მიმართულებით უფასო ავტობუსები იმოძრავებს

აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, დღეს და ხვალ თბილისში არსებული სასაფლაოების მიმართულებით უფასო ავტობუსები იმოძრავებს. დილის 08:00-დან საღამოს 20:00 საათამდე რამდენიმე სპეციალური რეისი იმუშავებს.

Читать дальше...

Rustavi 2 (rustavi2.com) 

აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული კახეთში, ალავერდის საკათედრო ტაძარშიც აღნიშნეს

საქართველოს სხვა რეგიონების მსგავსად აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული იზეიმეს კახეთშიც. ალავერდის საკათედრო ტაძარში საღვთო მსახურება აბბა ალავერდელმა მეუფე დავითმა აღავლინა და შეკრებილ მრევლს უფლის აღდგომა მიულოცა.

Читать дальше...

Rustavi 2 (rustavi2.com) 

აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით სადღესასწაულო წირვა სესრულდა აჭარაში

საზეიმო ლიტურგია საქართველოს ყველა მოქმედ ტაძარში გაიმართა. მათ შორის აჭარაშიც.
განსაკუთრებული ხალხმრავლობა ყოვლადწმინდა სამების ახლად გახსნილ ტაძარში იყო, სადაც სააღდგომი წირვა პირველად შესრულდა.

Читать дальше...

Rustavi 2 (rustavi2.com) 

იტალიელმა მეზღვაურებმა ხმელთაშუაზღვაში არალეგალი მიგრანტები გადაარჩინეს

იტალიელმა მეზღვაურებმა ხმელთაშუაზღვაში არალეგალი მიგრანტები გადაარჩინეს. სატვირთო გემის ეკიპაჟმა ღია ზღვაში შემთხვევით რეზინის ნავი შენიშნა, რომელიც ძლიერი ღელვის გამო ამობრუნდა. ადგილზე მისულმა მეზღვაურებმა მომხდარის შესახებ სანაპირო დაცვის სამსახურს შეატყობინეს, თუმცა მაშველების მისვლამდე წყლიდან 26 ადამიანი ამოიყვანეს. გადარჩენილები ლიბიის მოქალაქეები აღმოჩნდნენ, რომლებიც არალეგალური გზით ევროპაში მოხვედრას ცდილობდნენ. ისინი მაშველებმა იტალიის კუნძულ ლამპედუზაზე გადაიყვანეს, სადაც დევნილთა ბანაკი მდებარეობს. Читать дальше...

Rustavi 2 (rustavi2.com) 

"ამ მომენტში ის შესაძლოა ანგელა მერკელის შესახებ ტვიტერში შეურაცხმყოფელ ჩანაწერს აქვეყნებს,"-ობამა ტრამპზე ხუმრობს

ბარაკ ობამამ ჟურნალისტებისთვის გამართულ მიღებაზე დონალდ ტრამპზე იხუმრა. ყოველწლიური ვახშამი, რომელსაც მედიის გავლენიანი წარმომადგენლები ესწრბოდნენ, ტრადიციულად თეთრ სახლში გაიმართა. ობამამ ხუმრობით სინანული გამოთქვა, რომ დარბაზში დონალდ ტრამპი არ იმყოფებოდა.

Читать дальше...

Rustavi 2 (rustavi2.com) 

უამინდობას ტეხასის შტატში მსხვერპლი მოჰყვა

უამინდობას ტეხასის შტატში მსხვერპლი მოჰყვა. რეგიონს ძლიერმა შტორმმა გადაუარა, რომელსაც ტორნადოების სერია და წყალდიდობა მოჰყვა. მეტეოროლოგების განცხადებით დალასის მახლობლად 7 ტორნადო დაფიქსირდა. ქარბორბალამ დალასის მახლობლად მდებარე დასახლებაში რამდენიმე სახლი დაანგრია და ერთი ოჯახის 5 წევრი იმსხვერპლა. ძლიერმა ქარმა და წვიმამ ჰოუსტონიც დააზარალა. წაიქცეულია ხეები, დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზები. ოთხი ათასზე მეტი ოჯახი დენის გარეშეა დარჩენილი. სტიქიით დაზარალებულ რეგიონში აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს. Читать дальше...

Rustavi 2 (rustavi2.com) 

უკრაინაში დაღუპული რევაზ წიკლაური სოფელ ლაფანყურიდან იყო

33 წლის რევაზ წიკლაური, რომელიც უკრაინაში საბრძოლო მოქმედებებს ემსხვერპლა, თელავის რაიონის სოფელი ლაფანყურიდან იყო. ის ბოლო 13 წლის განმავლბოაში უკრაინაში ცხოვრობდა. -

წიკლაური უკრაინის ჯარში კონტრაქტით იმყოფებოდა. გავრცლეებული ინფომრაციით, ლაფანყურში მისი გამზრდელი ბიძა და ბიცოლა ცხოვრობენ. ბიძის ოჯახმა რევაზ წიკლაურის გარდაცვალების ამბავი გასულ ღამეს შეიტყო.

Читать дальше...

Rustavi 2 (rustavi2.com) 

სროლა და აფეთქება-აღმოსავლეთ უკრაინაში სააღდგომო ზავი დაირღვა

აღმოსავლეთ უკრაინაში სააღდგომო ზავი დაირღვა. დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში მთელი ღამის განმავლობაში სროლისა და აფეთქებების ხმა ისმოდა. უკრაინული მხარე ზავის დარღვევაში პრორუსულ ძალებს ადანაშაულებს. ანტიტერორისტული ოპერაციის შტაბის ინფრომაციით, პრორუსულმა ძალებმა უკრაინელი მებრძოლების პოზიციებს 27-ჯერ გაუხსნეს ცეცხლი. სეპარატისტები მაღალკალიბრიან შეიარაღებასა და ყუმბარტმტყორცნებს იყენებდნენ. რამდენიმე ჭურვი დასახლებებში ჩამოვარდა. მსხვერპლისა და დაშავებულების შესახებ ინფრომაცია არ გავრცელებულა. Читать дальше...