Май
2016

Новости за 22.05.2016

Rustavi 2 (rustavi2.com) 

თავდასხმა ნაციონალური მოძრაობის წევრებზე - რესპუბლიკური პარტიის განცხადება

სოფელ კორცხელში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრებზე მომხდარ თავდასხმას ცოტა ხნის წინ რესპუბლიკური პარტია განცხადებით გამოეხმაურა. 

Читать дальше...

Rustavi 2 (rustavi2.com) 

"ვისაც დღეს კეტი ეჭირა ხელში ან მუშტს იქნევდა, ჩვენს სამშობლოს ურტყამდა მუშტს,"- თინა ხიდაშელი

სოფელ კორცხელში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრებზე  მომხდარ თავდასხმას საქართველოს თავდაცვის მინისტრი ეხმაურება. თინა ხიდაშელი ფიქრობს, რომ ასეთი მოვლენები ქვეყნის განვითარებას და პროგრესს უშლის ხელს. 

Читать дальше...

Rustavi 2 (rustavi2.com) 

წინასწარი მონაცემებით კასპში სამივე საარჩევნო უბანზე ქართული ოცნება ლიდერობს

წინასწარი მონაცემებით კასპში სამივე უბანზე ქართული ოცნების კანდიდატი ლიდერობს. საოლქო საარჩევნო კომისიის შეფასებით არჩევნებმა მშვიდ ვითარებაში ჩაიარა, როგორც ამბობენ დაიწერა რამდენიმე საჩივარი, თუმცა განმარტავენ, რომ ის შედეგებზე გავლენას ვერ მოახდენს.

Читать дальше...

Rustavi 2 (rustavi2.com) 

წინასწარი მონაცემებით სოფელ ნასაკირალში ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი ლიდერობს

ოზურგეთის რაიონის სოფელ ნასაკირალში საკრებულოს შუალედურ არჩევნებში წინასწარი მონაცემებით ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი ბესიკ ქათამაძე ლიდერობს.

Читать дальше...

Rustavi 2 (rustavi2.com) 

"ბიძინა ივანიშვილი და ქართული ოცნება პოლიტიკურად დამთავრებულია" - ირმა ნადირაშვილი

ზუგდიდის რაიონის ორი საარჩევნო უბნიდან  ერთის წინასწარი შედეგები ცნობილია. ნაციონალური მოძრაობის ინფორმაციით მათ 49 ხმით მოუგეს მმართველ გუნდს. ასევე მათი ინფორმაციით მათ საკრებულოს შუალედური არჩევნები მოიგეს გურიაშიც.

Читать дальше...

Rustavi 2 (rustavi2.com) 

"პოსტსკრიპტუმი" აბუ-დაბიდან

ნავთობზე ფასები ეცემა და მომპოვებელი ქვეყნები ახალი პოლიტიკური თუ ეკონომიკური გამოწვევების წინაშე არიან. ამასთან ერთად ევროპაში მიმავალი ენერგორესურსების გადატანის ტრასები და მათი მშენებლობის პროექტები საქართველოსათვის ძალზე მნიშვნელოვანია. პოსტსკრიპტუმი აბუ-დაბი-ში სამეფო ოჯახის სტუმარი იყო. არაბეთის გაერთიანებული საემიროების ერთი-ერთი გავლენიანი ფიგურა, სამეფო ოჯახის წევრი და კულტურის, ახალგაზრდობისა და სოციალური განვითარების მინისტრი ნაჰაიან ალ მაბარაკ ნაჰაიანი,   აბუ-დაბის ისტორიას ჰყვება და ნავთობის მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას. Читать дальше...

Rustavi 2 (rustavi2.com) 

"ეს ტრაგედია არ მოხდებოდა იქ რომ მდგარიყო სპეციალური დანიშნულების რაზმი"-სააკაშვილი ხურჩის ტრაგედიაზე საუბრობს

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, ხურჩაში რუსი ჯარისკაცის მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობის ფაქტს ეხმაურება. განცხადება მიხეილ სააკაშვილმა ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ეთერში გააკეთა. ოდესის გუბერნატორი საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე უსაფრთხოების ზომების არ არსებობაზე საუბრობს და მომხდარს საქართველოს ხელისუფლების არასწორ პოლიტიკას უკავშირებს. 

Читать дальше...

Rustavi 2 (rustavi2.com) 

გიგა ოთხოზორიას სასტიკი მკვლელობა და სოფელი, სადაც ახალგაზრდა კაცი ცხოვრობდა

ენგურს გაღმა დარჩენილი სოფელი ხურჩა ზუგდიდიდან 15 კილომეტრითაა დაცილებული. შეიძლება ითქვას, რომ მასზე გადის გამყოფი ხაზი ტერიტორიასთან, რომელიც 1993 წელს რუსულმა ჯარებმა მიიტაცეს. წლების განმავლობაში ეს ხაზი ხილული იყო ქართული და აფხაზურ-რუსული ბლოკ-პოსტებით. 3 წლის წინ კი ქართული საგუშაგო მოიხსნა და მოძრავ პატრულირებაზე გადავიდა.

Читать дальше...

Rustavi 2 (rustavi2.com) 

ცენტრალური საარჩევნო კომისია არჩევნების შედეგებს აჯამებს

ცენტრალური საარჩევნო კომისია საკრებულოს შუალედურ არჩევნების გლდანის, გარდაბნის, კასპის, წყალტუბოს, ოზურგეთის, ხობის და ზუგდიდის ადგილობრივი მაჟორიტარული ოლქების 45 საარჩევნო უბნის შედეგებს აჯამებს.

Читать дальше...

Rustavi 2 (rustavi2.com) 

"ქართული ოცნება" -ზონდერები კორცხელში ბოკერიას დავალებით მოქმედებდნენ

კიდევ ერთი ბრიფინგი ქართულ ოცნებაში. ამჯერად დღეს კორცხელში მომხდარ დაპირისპირებაზე განცხადება, პარტიის პოლიტსაბჭოს წევრმა  მამუკა მდინარაძემ გააკეთა. მან ის ადამიანები დაასახელა, რომლებმაც მისი თქმით, კორცხელში საარჩევნო უბანთან დაპირისპირება გამოიწვიეს. მდინარაძე ამბობს, კორცხელში ნაციონალური მოძრაობის „ზონდერები“ მომხდარ ინციდენტში გიგა ბოკერიას დავალებით მოქმედებდნენ.

Читать дальше...

Rustavi 2 (rustavi2.com) 

"ივანიშვილს აქვს ილუზია, რომ ამ მეთოდით თავს გადაირჩენს," - გიგა ბოკერია კორცხელის ინციდენტზე საუბრობს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საგარეო ურთიერთობათა მდივანი კორცხელში მომხდარ ინციდენტს ეხმაურება და აცხადებს, რომ ქართულ ოცნებას პოლიტიკური განაჩენი გამოტანილი აქვს. 

Читать дальше...

Rustavi 2 (rustavi2.com) 

"ოკუპირებული ტერიტორიების მიმდებარედ ხალხი თავს დაუცველად გრძნობს," - სააკაშვილი ხურჩაში მომხდარ მკვლელობაზე საუბრობს

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ხურჩაში განვითარებულ  მოვლენებს ეხმაურება. მისი თქმით, ნაციონალური მოძრაობის მმართველობის პერიოდში ყველა ასეთ ადგილებში იდგა კარგად აღჭურვილი სპეც რაზმი.

Читать дальше...

Rustavi 2 (rustavi2.com) 

"არ მაქვს მოლოდინი, რომ პოლიცია დააკავებს სამართალდამრღვევ პირებს," - გიორგი მშვენიერაძე

არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს დემოკრატიული ინიციატივას გამგეობის წევრი გიორგი მშვენიერაძე კორცხელში მომხდარ ინციდენტს ეხმაურება და აცხადებს, რომ ჩნდება განცდა, რომ "ნაციონალურ მოძრაობაზე" თავდამსხმელები პოლიტიკური შეთანხების ნებით მოქმედებდნენ.

Читать дальше...

Rustavi 2 (rustavi2.com) 

კუნთმაგარი და გონებაშეზღუდული ადამიანი-ხერხეულიძე კალაძეზე საუბრობს

ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის ეკა ხერხეულიძის განცხადებით, დღეს კორცხელში მომხდარი ინციდენტი იყო ხელისუფლების და საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრის, ბიძინა ივანიშვილის მიერ წინასწარ დაგეგმილი. განცხადება, ხერხეულიძემ რუსთავი 2-ის ეთერში გააკეთა. ის ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერის კახი კალაძის მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებებსაც გამოეხმაურა. ხერხეულიძის თქმით, კალაძემ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ თავადაც „კუნთმაგარი და გონება შეზღუდული ადამიანია“, როდესაც თქვა, რომ ნაციონალური მოძრაობის... Читать дальше...

Rustavi 2 (rustavi2.com) 

"წარსულის შეცდომებზე ვერც ერთი ხელისუფლება ვერ სწავლობს," - ნინო ლომჯარია კორცხელის ინციდენტზე საუბრობს

სამართლებრივ საკითხებში სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების კონსულტანტი  ნინო ლომჯარია კორცხელში მომხდარ იცნიდენტს ეხმაურება და არცხადებს, რომ დღეს მეორდება ის, რაც წლების წინ ხდებოდა. მისი თქმით, ვერც ერთი ხელისუფლება მომხდარს ვერ აძლევს ადეკვატურ შეფასებას.   

Читать дальше...

Rustavi 2 (rustavi2.com) 

"ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებს კორცხელში ტიტულოვანმა სპორტსმენებმა სცემეს

სიტყვიერი დაპირისპირება, რომელიც ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა სოფელ კორცხელის 53-ე საარჩეევნო უბანთან ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერ, ნიკა მელიასა და სავარაუდოდ ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე, ლონდონის ოლიმპიური თამაშების პრიზიორი ვლადიმერ გეგეშიძეს შორის დაიწყო.

ხელჩართულ ჩხუბში კიდევ არაერთი სპორტსმენი იყო ჩართული, რომლებიც დაპირისპირების დაწყებამდე აცხადებდნენ, რომ ზუგდიდში გასართობად იყვნენ ჩასულნი.

კიდევ ერთი ყოფილი სპორტსმენი, რომელიც არეულობის დროს კადრებში ფიგურირებს... Читать дальше...

Rustavi 2 (rustavi2.com) 

"კალაძის ბანდა.. ვოლიერიდან გამოქცეულებივით დარბოდნენ,"-მელია კორცხელში მომხდარ თავდასხმაზე საუბრობს

ნაციონალური მოძრაობის თბილისის ორგანიზაციის ხელმძღვანელი ნიკა მელია, დღეს კორცხელში მომხდარ დაპირისპირებაზე კიდევ ერთხელ საუბრობს. განცხადება მან პოსტკრიპტუმთან ინტერვიუში გააკეთა. მელია მომხდარში ქართულ ოცნებას ადანაშაულებს და ამბობს, რომ სპორტსმენებს, რომლებიც ზუგდიდის რაიონში ხელისუფლების დავალებით იმყოფებოდნენ, მიზნად არჩევნების ჩაშლა ჰქონდათ.

Читать дальше...

Rustavi 2 (rustavi2.com) 

თავდასხმა "ნაციონალურ მოძრაობაზე"-მელიას, ბოკერიას, მინაშვილსა და პარტიის სხვა ლიდერებს სასტიკად გაუწორდნენ

ზუგდიდის რაიონში ამ დროისთვის ყველა საარჩევნო უბანი დაიხურა, თუმცა სოფელ კორცხელში საარჩევნო პროცესი ყველაზე ხმაურიანად წარიმართა. დილიდან ადგილზე მობილიზებული იყვნენ მოკრივეები და მორაგბეები. კურიერის ეთერში მათ შესახებ ინფორმაციის გასვლიდან ცოტა ხანში ნაციონალური მოძრაობის ლიდერებს სპორტსმენები ფიზიკურად გაუსწორდნენ. ადგილობრივების თქმით ჩხუბის დასრულებამდე ადგილზე არ გამოჩენილა საპატრულო პოლიცია.

Читать дальше...

Rustavi 2 (rustavi2.com) 

ივანიშვილი მოქმედებს ზუსტად ისევე როგორც ასლან აბაშიძე - მიხეილ სააქაშვილი

ზუგდიდის რაიონში მომხდარ მოვლენებს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი გამოეხმაურა. მისი თქმით, ეს იყო ეს იყო საქართველოს და მათ შორის სამეგრელოს შეურაცხყოფა.

Читать дальше...

Rustavi 2 (rustavi2.com) 

კაბელების საქმე-შს ყოფილი მაღალჩინოსნის სკანდალური განცხადება

ე.წ. კაბელების სკანდალური საქმის სკანდალური გაგრძელება-შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსანმა პოსტსკრიპტუმს ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა. გიორგი ბაჯელიძე, რომელიც  შინაგან საქმეთა სამინისტროს შესყიდვების სამსახურის უფროსად, 2013 წელს  ირაკლი ღარიბაშვილის მინისტრობისას მუშაობდა, ე.წ. კლანური მმართველობაზე და მინისტრ ღარიბაშვილის ნათესავებისთვის გადაცემული მთელ ძალაუფლებაზე ჰყვება. ამბობს, რომ თავდაცვის  სამინისტროს ყოფილი თანამშრომლები ხელისუფლებამ პოლიტიკურ თამაშებს შესწირა.

Читать дальше...

Rustavi 2 (rustavi2.com) 

"აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ გამარჯვებაში," - მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი არჩევნებზე და ნაციონალური მოძრაობის განახლებულ საარჩევნო სიაზე ლაპარაკობს.  მისი თქმით, მათი ხედვა ზუსტია და ეს ბოლო 4-მა წელმაც დაადასტურა.

Читать дальше...

Rustavi 2 (rustavi2.com) 

"ნაციონალური მოძრაობის" ათეული და მომავალი პოლიტიკოსების გეგმები

ნაციონალური მოძრაობის განახლებული საარჩევნო სია-სალომე სამადაშვილი, ირაკლი აბესაძე, ოთარ კახიძე,  რომან გოცირიძე, ელენე ხოშტარია და გიორგი ტუღუში-ახალი მაგრამ ყველასთვის კარგად ცნობილი სახეები 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ყოფილი მმართველი გუნდის მთავარი დასაყრდენია. ისინი სიის პირველი ათეულს წარმოადგენენ.

Читать дальше...

Rustavi 2 (rustavi2.com) 

ზღვის პირას ნაყიდი მიწის ნაკვეთები და მშენებლობის უფლების გარეშე დარჩენილი მოსახლეობა

ზღვის პირას ნაყიდი მიწის ნაკვეთები და მოსახლეობა, რომელიც უკვე სამი წელია ნაქირავებ სახლში იმ იმედით ცხოვრობს, რომ ნაყიდ მიწაზე საკუთარ სახლს აიშენებს, თუმცა როგორც მფლობელთა ნაწილი პოსტკრიპტუმთან ყვება, მერია მშენებლობის ნებართვას არ იძლევა, მიზეზით, რომ კუთვნილებაში არსებული მიწის ფართობი სახლის ასაშენებლად  პატარაა.

Читать дальше...

Rustavi 2 (rustavi2.com) 

"ნაციონალურ მოძრაობას" კორცხელში ჩაყვანილი ყავს ზაზა კედელაშვილის ზონდერჯგუფები,"-კახა კალაძე

კახა კალაძე კიდევ ერთ საგანგებო ბრიფინგს მართავს და სოფელ კორცხელში დაგეგმილ პროვოკაციებზე საუბრობს. როგორც ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერი განმარტავს, ნაციონალურ მოძრაობას ადგილზე მობილიზებული ჰყავს ზონდერჯგუფები, რომელსაც ბოკერია ხელძღვანელობს.

Читать дальше...