დახარჯული მილიონი და ჩაშლილი საახალწლო კონცერტები ბათუმში
ბათუმში საახალწლო კონცერტი ჩაიშალა. 31 დეკემბრის ღამეს საახალწლო ღონისძიება ქალაქის ცენტრში მაყურებლის გარეშე დარჩა. ბათუმელების ნაწილმა საკონცერტო პროგრამა დაიწუნა, ნაწილს კი კონცერტის შესახებ ინფორმაცია საერთოდ არ ჰქონია.
ბათუმში საახალწლო დღეებში სულ 23 კონცერტი გაიმართა, თუმცა მაყურებელი თითქმის არც ერთ ღონისძიებას არ დასწრებია.
საახალწლო კონცერტზე მისული ადამიანების სიმცირეს აჭარის მთავრობაში მოსულ თოვლს უკავშირებენ. ხალხისთვის საახალწლო განწყობის შექმნის მიზნით აჭარის კულტრუის სამინისტრომ ერთ მილიონამდე ლარი დახარჯა.
არსამათავრობო ორგანზაციები აჭარის ხელისუფლებას ხარჯების არამიზნობრივად გამოყენებასა და ღონისძიებების არასწორ დაგეგმვაში ადანაშაულებენ.
ავტორი: ირინა კეჭაყმაძე