"რუსთავი 2-ის" საქმე ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარის ანგარიშში მოხვდა
რუსთავი 2-ის საქმე ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარის ანგარიშში მოხვდა. ტელეკომპანიის წინააღმდეგ მიმდინარე სასამართლო პროცესმა, კომისარი მუჟნიეკსის შეფასებით, უამრავი კრიტიკული შენიშვნა გამოიწვია. ანგარიშში ნათქვამია, რომ ავტორთან მოსაუბრეთა უმეტესობა არხის სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევასა და მენეჯმენტის შეცვლას უარყოფითად აფასებდა.
ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარის ანგარიშში ქვეყანაში ერთ-ერთ მთავარ პრობლემად სასამართლო სისტემა სახელდება. კომისარი რეფორმებს ხაზს უსვამს, მაგრამ აქვე მოუწოდებს ხელისუფლებას სასამართლო სისტემის გაუმჯობესებისკენ კონკრეტული ნაბიჯები გადადგას.
კომისია შეშფოთებას გამოთქვამს იმ ბრალდებების გამო, რომლის მიხედვითაც, ხელისუფლება კანონს ბოროტად იყენებს და ოპოზიციაზე პოლიტიკურად მოტივირებული დევნას ახორციელებს.
ანგარიშში მითითებულ პრობლემებზე უმცირესობა ხელისუფლებისგან რეაგირებას ითხოვს. მმართველ კოალიციაში კი მიიჩნევენ, რომ დოკუმენტში დასახელებულ ფაქტებზე კითხვის ნიშნები აღარ არსებობს.
ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა 6 გვერდიანი ანგარიში, საქართველოში 2015 წლის ნოემბერის ვიზიტის შემდეგ მოამზადა.
ავტორი: ნინო სამყურაშვილი.