"შოთაძე აგრძელებს უპატივცემულო დამოკიდებულებას პრეზიდენტის ინსტიტუტის მიმართ,"- ნინო გოგუაძე

თავისუფალი დემოკრატები მთავარ პროკურორს პრეზიდენტის ინსტიტუტის უპატივცემულობაში ადანაშაულებენ. ირაკლი შოთაძის განცხადებას იმის შესახებ, რომ პრეზიდენტმა პროკურატურას ინფორმაციის მისაღებად წერილობით უნდა მიმართოს, დეპუტატი ნინო გოგუაძე გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ პროკურატურა ვალდებულია პრეზიდენტის საჯარო განცხადების შემდეგ მას მიაწოდოს ამომწურავი ინფორმაცია კონკრეტულ საქმეებთან დაკავშირებით.   

"შოთაძე აგრძელებს იმ უპატივცემულობის პოლიტიკას, რომელიც ქართულმა ოცნებამ დანერგა სახელმწიფო ინსტიტუტების და მათ შორის პრეზიდენტის მიმართ.  მას კარგად უნდა ესმოდეს, რომ საქართველოს პრეზიდენტი სახელმწიფოს მეთაურია და თუ მან საჯარო შენიშვნა დასვა პროკურატურა ვალდებულია მიაწოდოს მას ეს ინფორმაცია. შოთაძის კეთილ ნებაზე კი არ უნდა იყოს დამოკიდებული,"- განაცხადა ნინო გოგუაძემ. 

Читайте на сайте