"პროკურატურამ პრეზიდენტს გასცა პასუხი თავის მოსაზრებასთან დაკავშირებით,"- ზვიად ძიძიგური
"პროკურატურამ პრეზიდენტს გასცა პასუხი თავის მოსაზრებასთან დაკავშირებით,"- ეს განცხადება რამდენიმე წუთის წინ დეპუტატმა ზვიად ძიძიგურმა გააკეთა.
დეპუტატის თქმით პროკურატურა და პრეზიდენტი ურთიერთობებს თავად გაარკვევენ. ძიძიგური ოპოზიციის ბრალდებებსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ქართული ოცნება ინსტიტუტებს არ აკნინებს.
"ეს თემა ოპოზიციას მიაჩნია, რომ საჯილდაო თემაა. პრეზიდენტის ინსტიტუტის უპატივცემულობაში ბრალდება გადაიქცა მათ ერთ-ერთ არგუმენტად. საფუძველი კი ამ ბრალდებას არ აქვს.
"პროკურატურამ პრეზიდენტს პასუხი გასცა თავის მოსაზრებასთან დაკავშირებით. როგორმე პროკურატურა და პრეზიდენტი თავიანთ ურთიერთობებს დაარეგულირებენ პოლიტიკოსების ჩარევის გარეშე. წარმატებას ვუსურვებ პრეზიდენტის ინსტიტუტს თავის საქმიანობაში და პროკურატურას თავის საქმიანობაში,"- განაცხადა ძიძიგურმა.