მოთხილამურე პატრულის პროექტი - გუდაურში შს სამინისტროს წარმომადგენლები იმყოფებოდნენ

მოთხილამურე პატრულის პროექტის მოსამზადებელი სამუშაო შეხვედრა გაიმართა გუდაურში. შინაგან საქმეთა სამინისტროს მონიტორინგის ჯგუფის წევრებმა სათხილამურო ტრასები და ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს და პროექტის მიზნები დამსვენებლებსა და სპორტსმენებს გააცნეს.

საპილოტე პროგრამა, რომელიც მოთხილამურე პატრულს გულისხმობს, რამდენიმე დღეში ამოქმედდება. პირველ ეტაპზე ის მხოლოდ გუდაურში იმუშავებს. მომავალი წლიდან კი საქართველოს ყველა სათხილამურო კურორტზე დაინერგება.

Читайте на сайте