Январь
2016

Новости за 16.01.2016

Rustavi 2 (rustavi2.com) 

პროკურორ ვახტანგ ქირიას ცხედარი პროზექტურაში გადაასვენეს

სამეგრელო-ზემო სვანეთის პროკურორის ვახტანგ ქირიას ცხედარი პროზექტურაში გადაასვენეს. ადგილზე სადაც პროკურორი მოკლული იპოვეს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი, მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე და პროკურორის ოჯახის წევრები იმყოფებოდნენ.

Читать дальше...

Rustavi 2 (rustavi2.com) 

რუსეთს უკვე შეუძლია მოგაწვეს - პეტრე ცისკარიშვილი გაზპრომზე

ნაციონალური მოძრაობის წევრი დეპუტატი პეტრე ცისკარიშვილი გაზპრომთან მიმდინარე მოლაპარაკებების გამო ხელისუფლებას აკრიტიკებს და არ გამორიცხავს, რომ ამ მოლაპარაკებების უკან ბიძინა ივანიშვილის ფინანსური ინტერესები იყოს.

Читать дальше...

Rustavi 2 (rustavi2.com) 

"არ არის გამორიცხული ბიძინა ივანიშვილის ინტერესებიც იყოს", - მანანა ნაჭყებია გაზპრომზე

ახალი მემარჯვენეების წარმომადგენელი მანანა ნაჭყებია კურიერის პირდაპირ ეთერში აცხადებს, რომ დემოკრატიულ სახელმწიფოში ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე ასეთი მოქმედებებისთვის დაკარგავდა თანამდებობას.

Читать дальше...

Rustavi 2 (rustavi2.com) 

"გაზპრომთან არსებულ ვითარებაზე პასუხი უნდა აგონ", - ზურაბ ჯაფარიძე ხელისუფლებაზე

ახალი პოლიტიკური ცენტრი გირჩის ხელმძღვანელი ზურაბ ჯაფარიძე ენერგეტიკის სამინისტროს აკრიტიკებს და ამბობს, რომ გაზპრომთან მიმდინარე მოლაპარაკებზე ბევრი კითხვებია. ზურაბ ჯაფარიძე ამბობს, რომ მოლაპარაკებებს შეიძლება ეკონომიკური, პოლიტიკური და კორუფციული შინაარსიც ქონდეს, მაგრამ მთავარი პრობლემა არის ხელისუფლება, რომელსაც "რაღაც აქვს დასამალი".

Читать дальше...

Rustavi 2 (rustavi2.com) 

"ივანიშვილი ახორციელებს კრემლის ოცნებას", - შალვა ნათელაშვილი გაზპრომზე

„ივანიშვილი ახორციელებს კრემლის ოცნებას“, - ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი გაზპრომთან მიმდინარე მოლაპარაკებებს ბიძინა ივანიშვილის მხრიდან ვლადიმერ პუტინის მიერ მიღებული დავალების შესრულებას უწოდებს.

Читать дальше...

Rustavi 2 (rustavi2.com) 

ცხედარი ქავთარაძის ქუჩაზე - შემთხვევის ადგილზე შს მინისტრი და მთავარი პროკურორი მივიდნენ

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი და მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე ქავთარაძის ქუჩაზე იმ კორპუსთან მივიდნენ, სადაც ცხედარი იპოვეს.

Читать дальше...

Rustavi 2 (rustavi2.com) 

თავისუფალი დემოკრატები ენერგეტიკის მინისტრთან შეხვედრას ელოდებიან

”თავისუფალი დემოკრატები” გენერალური მდივანი ალექსი პეტრიაშვილი სახელისუფლებო გუნდის განცხადებებს მიმოიხილავს და ამბობს, რომ მმართველი გუნდი თავად აღიარებს, რომ ამ მოლაპარაკებებში ეკონომიკური ინტერესი წამგებიანია.

Читать дальше...

Rustavi 2 (rustavi2.com) 

პროკურატურა ქავთარაძეზე ნაპოვნ ცხედართან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს

პროკურატურის პრესსამსახურის განცხადებით, უწყება ქავთარაძის ქუჩაზე ნაპოვნ ცხედართან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს. 

Читать дальше...

Rustavi 2 (rustavi2.com) 

"გაზპრომთან მიმდინარე პროცესი საქართველოს საგარეო კურსზეც კითხვის ნიშნებს აჩენს", - ელენე ხოშტარია

საქართველოს ხელისუფლებისა და გაზპრომს შორის მიმდინარე მოლაპარაკებებს "საქართველოს რეფორმების ასოციაციის" ხელმძღვანელი ელენე ხოშტარია აპროტესტებს და აცხადებს, რომ მოლაპარაკებების გასაიდუმლოებული ფორმა სერიოზულ კითხვებს აჩენს.

Читать дальше...

Rustavi 2 (rustavi2.com) 

არა "გაზპრომს" - საზოგადოების წარმომადგენლებმა აქცია სახელმწიფო კანცელარიასთან გამართეს

არა "გაზპრომს" – რუსული ენერგო–გიგანტის საქართველოში შემოსვლის გასაპროტესტებლად ხალხი მთავრობის კანცელარიასთან შეიკრიბა. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, ცნობილმა ადამიანებმა, სხვადასხვა პროფესიისა და რიგითმა მოქალაქეებმა დღეს რუსული მონოპოლისტის წინააღმდეგ აქცია გამართეს.

Читать дальше...

Rustavi 2 (rustavi2.com) 

სამეგრელო–ზემო სვანეთის საოლქო პროკურორი, სავარაუდოდ, მოკლული იპოვეს

სამეგრელო–ზემო სვანეთის საოლქო პროკურორი ვახტანგ ქირია, სავარაუდოდ, მოკლული იპოვეს. გაუჩინარებულ პროკურორს 5 დღის მანძილზე ეძებდნენ.

Читать дальше...

Rustavi 2 (rustavi2.com) 

2016 წელს ლარი გაუფასურებას განაგრძობს

სავალუტო ჯიხურებში ერთი ამერიკული დოლარი 2.43 ლარია. ეროვნული ვალუტა ბოლო 10 დღის განმავლობაში ყოველდღიურად ეცემა და დოლართან მიმართებით 2.4054-დან 2.4250 -მდე გაიზარდა. მომხმარებელს 1000 დოლარის შეძენა 20 ლარით გაუძვირდა.

Читать дальше...

Rustavi 2 (rustavi2.com) 

ჯანდაცვის სამინისტრო ფსიქოტროპული მედიკამენტის ურეცეპტოდ გაყიდვის რეგულაციის გამკაცრებაზე მუშაობს

არასრულწლოვანებს მცირე ზომის აფთიაქები ისე ყიდიან, რომ მოზრდებს არც პირადობის მოწმობას სთხოვენ და არც ექიმის მიერ გამოწერილ რეცეპტს.

Читать дальше...

Rustavi 2 (rustavi2.com) 

გაზის აფეთქებას იტალიაში 5 ადამიანი ემსხვერპლა

გაზის აფეთქებას იტალიაში 5 ადამიანი ემსხვერპლა. უბედური შემთხვევა ქვეყნის ჩრდილო დასავლეთით მდებარე ქალაქ არნასკოში მოხდა.

Читать дальше...

Rustavi 2 (rustavi2.com) 

ტაივანს პირველი ქალი პრეზიდენტი ჰყავს

ტაივანს პირველი ქალი პრეზიდენტი ჰყავს. ადმინისტრაციის და საკანონმდებლო ორგანოს ხელმძღვანელის არჩევნები რამდენიმე საათის წინ დასრულდა.

Читать дальше...

Rustavi 2 (rustavi2.com) 

თავშესაფრის მიღმა დარჩენილი ადამიანები მე-19-ე დღეა ისევ ღია ცის ქვეშ ცხოვრობენ

უსახლკაროთა ახალი თავშესაფრის მიღმა დარჩენილი ადამიანები მე-19 დღეა ისევ ღია ცის ქვეშ ცხოვრობენ. მიუსაფართა განმარტებით, თავშესაფრის ადმინისტრაციას დაბრუნების თხოვნით არაერთხელ მიმართეს, თუმცა ყინვების მიუხედავად მათ უარით ისტუმრებენ.

Читать дальше...

Rustavi 2 (rustavi2.com) 

მოთხილამურე პატრულის პროექტი - გუდაურში შს სამინისტროს წარმომადგენლები იმყოფებოდნენ

მოთხილამურე პატრულის პროექტის მოსამზადებელი სამუშაო შეხვედრა გაიმართა გუდაურში. შინაგან საქმეთა სამინისტროს მონიტორინგის ჯგუფის წევრებმა სათხილამურო ტრასები და ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს და პროექტის მიზნები დამსვენებლებსა და სპორტსმენებს გააცნეს.

Читать дальше...

Rustavi 2 (rustavi2.com) 

"რუსეთზე არც ერთი პარამეტრით არ უნდა ვიყოთ მიბმული", - საზოგადოების წევრები გაზპრომთან მოლაპარაკებებს აპროტესტებენ

გაზპრომის საწინააღმდეგო აქცია გაიმართა თბილისში მთავრობის ადმინისტრაციასთან. ერთიანი ლოზუნგით გაერთიანებულმა ადამიანებმა ხელისუფლებას კრემლის უმსხვილეს კომპანიასთან მოლაპარაკებების შეწყვეტისკენ მოუწოდეს.

Читать дальше...

Rustavi 2 (rustavi2.com) 

გაზპრომის შემოყვანით იხეირებს 3 ადამიანი და იზარალებს მთელი საქართველო - ნიკა რურუა

ხელისუფლების მხრიდან გაზპრომთან მიმდინარე მოლაპარაკებებით სამი ადამიანი იხეირებს და დანარჩენი საქართველო იზარალებს. ამის შესახებ სახელმწიფო კანცელარიასთან მიმდინარე აქციაზე საზოგადოებრივი მოძრაობა «ივერიას» დამფუძნებელმა ნიკა რურუამ განაცხადა. მისი თქმით, ხელისუფლებამ საზოგადოების პროტესტი უნდა გაითვალისწინოს და მიმდინარე მოლაპარაკებები უნდა შეაჩეროს.

Читать дальше...

Rustavi 2 (rustavi2.com) 

ჯაკარტას ტერაქტში ეჭვმიტანილი 12 პირი დააკავეს

ინდონეზიაში 12 პირი დააკავეს, რომლებიც ჯაკარტას ტერაქტში არიან ეჭვმიტანილი. პოლიციის ინფორმაციით, დაკავებულებს ისლამისტ ბაჰრუნ ნაიმთან აქვთ კავშირი, რომელიც ამჯამად ისლამური სახელმწიფოს (ISIS) რიგებშია და სირიაში იმყოფება.

Читать дальше...

Rustavi 2 (rustavi2.com) 

"ეს არის დივერსია საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ", - გაზპრომის საწინააღმდეგო აქცია

ეს არის დივერსია საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ - ასე აფასებენ გაზპრომის საწინააღმდეგო აქციის წევრები, რომლებიც სახელმწიფო კანცელარიასთან უკვე ორი საათია ხელისუფლების გადაწყვეტილებას აპროტესტებენ.

Читать дальше...

Rustavi 2 (rustavi2.com) 

გაჩიანში მოსახლეობამ მძიმე სოფიალურ ფონი გააპროტესტა

საპროტესტო აქცია გაიმართა სოფელ გაჩიანში. მოსახეობამ მძიმე სოციალური ფონი გააპროტესტა და ხელისუფლებას დახმარება სთოხევა.

Читать дальше...

Rustavi 2 (rustavi2.com) 

წინამძღვრისშვილის ქუჩის მაცხოვრებლები ბაღის მშენებლობას აპროტესტებს

წინამძღვრიშვილის 100 ნომერის მოსახლეობა საბავშვო ბაღის მშენებლობას აპროტესტებს. ძველი ნაგებობის დემონტაჟი ერთი წლის წინ განხორციელდა, ადგილობრივების თქმით ტერიტორიაზე ახლა მერია 2 სართულიანი შენობის აღმართვას გეგმავს.

Читать дальше...

Rustavi 2 (rustavi2.com) 

დედაქალაქის მერია აბესაძის ქუჩაზე მომხდარი ხანძრის ხელოვნურად გამოწვევას არ გამორიცხავს

დედაქალაქის მერია აბესაძის ქუჩაზე მომხდარი ხანძრის ხელოვნურად გამოწვევას არ გამორიცხავს. ამის შესახებ ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ სპეციალურ განცხადებაში.

Читать дальше...