"რესპუბლიკელებისა" და" მრეწველების" დაპირისპირებაზე "ქართულ ოცნებაში" გადაწყვეტილების მიღებას არ ჩქარობენ

პოლიტსაბჭოს სხდომაზე რესპუბლიკელების პოზიციას დავით უსუფაშვილი იცავდა, მრეწველებისას კი ზურაბ ტყემალაძე. ქართული ოცნების ოფისში მისვლამდე დავით უსუფაშვილმა სპეციალურ ბრიფინგზე კიდევ ერთხელ მიანიშნა, რომ დაპირისპირება არა პიროვნულ, არამედ ქვეყნის საგარეო პოლიტიკურ კურსს და ამ საკითხზე პოზიციების სხვაობას უკავშირდებოდა. პარლამენტის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ მიუხედავად დაპირისპირებისა, არჩევნებამდე კოალიციამ ერთიანობა უნდა შეინარჩუნოს.

კოალიციაში დაპირისპირების შემდეგ, რესპუბლიკელები ორმხრივ პარტიულ შეთანხმებაზეც ალაპარაკდნენ, თუმცა ასეთი ტიპის  თანამშრომლობაზე პრემიერმინისტრთან მოლაპარაკებები არ დაადასტურა ვიცეპრემიერმა კახი კალაძემ. ორმხრივი პარტიული შეთანხმების ფორმატი გაუგებარია მმართველი გუნდის სხვა წევრებისთვისაც.

კოალიციაში შემავალი სუბეიქტები ამ დროისთვის პრემიერმინისტრთან ცალ-ცალკე შეხვედრას ელოდებიან. ამ მოლაპარაკებებზე გაირკვევა, რა შემადგენლობით წარდგება კოალიცია ქართული ოცნება საპარლამენტო არჩევნებზე.

ავტორი: ნინო სამყურაშვილი.

Читайте на сайте