Март
2016

Новости за 07.03.2016

Rustavi 2 (rustavi2.com) 

მაესტროს საქმე - შესაძლოა მაკა ასათიანი კვირის ბოლოს საქართველოში ჩამოვიდეს

მაესტროში მიმდინარე პროცესებიდან გამომდინარე შესაძლოა, კვირის ბოლოს თბილისში მაკა ასათიანი ჩამოვიდეს. ინფორმაცია ამის შესახებ, კურიერს მისმა ადვოკატმა გიორგი გვენეტაძემ მიაწოდა თუმცა, გვენეტაძემ თბილისში ჩამოსვლის კონკრეტული თარიღი არ დაასახელა.

Читать дальше...

Rustavi 2 (rustavi2.com) 

C ჰეპატიტის მკურნალობის პროგრამაში უკვე 7 ათასზე მეტი პაციენტია ჩართული

ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალური მონაცემებით C ჰეპატიტის მკურნალობის პროგრამაში უკვე 7 ათასზე მეტი პაციენტია ჩართული. უკვე რამდენიმე კვირაა ამოქმედდა პროგრამის მეორე ეტაპი, რომელიც უახლესი თაობის მედიკამენტით ჩატარდება. ელიმინაციის პროგრამაში ჩართულ პაციენტებს ჯანდაცვის მინისტრთან ერთად მთავრობის მეთაური და შეერთებული შტატების ელჩი შეხვდნენ, სწორედ ამერიკის მხარდაჭერით ხორციელდება საქართველოში C ჰეპატიტის მკურნალობის პროგრამა.

Читать дальше...

Rustavi 2 (rustavi2.com) 

"კურიერში" გასული რეპორტაჟის შემდეგ სამართალდამცველები 89 წლის ქალის ბედით დაინტერესდნენ

კურიერში გასული რეპორტაჟის შემდეგ ლაგოდეხში მცხოვრები 89 წლის ქალის ბედით სამართალდამცველები დაინტერესდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის მუხლით გამოძიება დაიწყო.

Читать дальше...

Rustavi 2 (rustavi2.com) 

Meeting of Russian and Georgian first persons may become on agenda

The meeting of Russian and Georgian first persons could still be put on the agenda. Despite the fact that the Georgian side has not yet received an official offer, it is not ruled out by Moscow to put this issue on agenda at the next meeting in Prague.The Ministry of Foreign Affairs does not give explanations of the possible talks, whereas in Tbilsi already speak of the dangers that bilateral meeting with Putin could result in.

Читать дальше...

Rustavi 2 (rustavi2.com) 

რუსეთისა და საქართველოს პირველი პირების შეხვედრა შესაძლოა დღის წესრიგში დადგეს

რუსეთისა და საქართველოს პირველი პირების შეხვედრა შესაძლოა კვლავ დღის წესრიგში დადგეს. მიუხედავად იმისა, რომ ქართულ მხარეს ოფიციალური შეთავაზება ჯერ არ მიუღია, არ არის გამორიცხული მოსკოვმა ეს საკითხი პრაღის მორიგ შეხვედრაზე დააყენოს. საგარეო საქმეთა სამინისტროში განმარტებები შესაძლო მოლაპარაკებებთან დაკავშირებით არ კეთდება, თბილისში კი უკვე საუბრობენ იმ საფრთხეებზე, რაც შესაძლოა პუტინთან პირისპირ შეხვედრას მოჰყვეს.

Читать дальше...

Rustavi 2 (rustavi2.com) 

ეკა მიშველაძემ გადაცემის დახურვის გამო სასამართლოს მიმართა

საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილმა ჟურნალისტებმა საკუთარი გადაცემის დახურვის გამო დღეს სასამართლოს მიმართა. ეკა მიშველაძე არხის ხელმძღვანელობისგან გადაცემის დახურვის მიზეზებზე პასუხს სამართლებრივი გზით ითხოვს. ჟურნალისტისთვის ამ დრომდე არავის განუმარტავს რატომ დაიხურა პოლიტიკური თოქ-შოუ პირველ არხზე.

Читать дальше...

Rustavi 2 (rustavi2.com) 

200 ლარიანი ჯარიმები და მძღოლების მასობრივი პროტესტი

ჯარიმები ავტომობილის გაჩერებისთვის - უკვე რამდენიმე დღეა საპატრულო პოლიცია ყველა იმ მძღოლს აჯარიმებს, რომელიც არასწორად არის გაჩერებული, მათ შორის იმ ავტომფლობელებსაც, რომლებსაც ავარიული მაშუქები აქვს ჩართული.

Читать дальше...

Rustavi 2 (rustavi2.com) 

თანამშრომლებთან შეხვედრა და "მაესტროს" შეუფერხებელი მაუწყებლობა - გადაბაძისა და გაჩეჩილაძის შეთანხმება

თანამშრომლებთან შეხვედრა და მაესტროს შეუფერხებელი მაუწყებლობა – ამ შეთანხმებით დასრულდა რამდენიმესაათიანი მოლაპარაკებები ტელეკომპანიის ახლადდარეგისტრირებულ და ყოფილ დირექტორებს შორის.

Читать дальше...

Rustavi 2 (rustavi2.com) 

Opposition and third sector demand Investigation of scandalous statement of Constitutional CourtChairman

Opposition and civil society organizations demand to start investigation regarding the statement made by the Chairman of the Constitutional Court, whereas the majority needs more evidence from Giorgi Papuashvil and does not agree.with information about the blackmail and pressure As well as the accusations addressed to the Minister of Justice.

Читать дальше...

Rustavi 2 (rustavi2.com) 

ოპოზიცია და მესამე სექტორი გიორგი პაპუაშვილის სკანდალურ განცხადებაზე გამოძიების დაწყებას ითხოვს

ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორი საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის განცხადებების საფუძველზე გამოძიების დაწყებას ითხოვს, უმრავლესობა კი გიორგი პაპუაშვილისგან მეტ მტკიცებულებას ელოდება და შანტაჟისა და ზეწოლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არ ეთანხმება. ისევე როგორც ამ ბრალდებების მთავარი ადრესატი იუსტიციის მინისტრი.

Читать дальше...

Rustavi 2 (rustavi2.com) 

"Georgian Dream" is in no hurry to make a decision on confrontation between "Republicans" and "Industrialists"

 Davit Ususpashvili defended the  position of Republicans and  Zurab Tkemaladze of the Industrialists` at the political council. before going to the Georgian Dream office, Usupashvili held a special briefing and  once again indicated that the controversy was not personal, but  on the issues related to the difference of the positions regarding the  country"s foreign policy. The  Speaker of the Parliament believes that, despite the controversy,the coalition has to keep the unity  before the elections. Читать дальше...

Rustavi 2 (rustavi2.com) 

"რესპუბლიკელებისა" და" მრეწველების" დაპირისპირებაზე "ქართულ ოცნებაში" გადაწყვეტილების მიღებას არ ჩქარობენ

პოლიტსაბჭოს სხდომაზე რესპუბლიკელების პოზიციას დავით უსუფაშვილი იცავდა, მრეწველებისას კი ზურაბ ტყემალაძე. ქართული ოცნების ოფისში მისვლამდე დავით უსუფაშვილმა სპეციალურ ბრიფინგზე კიდევ ერთხელ მიანიშნა, რომ დაპირისპირება არა პიროვნულ, არამედ ქვეყნის საგარეო პოლიტიკურ კურსს და ამ საკითხზე პოზიციების სხვაობას უკავშირდებოდა. პარლამენტის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ მიუხედავად დაპირისპირებისა, არჩევნებამდე კოალიციამ ერთიანობა უნდა შეინარჩუნოს.

Читать дальше...

Rustavi 2 (rustavi2.com) 

ალექსი პეტრიაშვილზე თავდასხმა გახსნილია "თავისუფალი დემოკრატები" კი მოთხოვნას არ ცვლიან

ალექსი პეტრიაშვილზე მომხდარ თავდასხმაში ერთ–ერთი ბრალდებულის დაკავების მიუხედავად თავისუფალი დემოკრატები კვლავ ითხოვენ საქმის კვალიფიკაციის შეცვლას და ძიების მკვლელობის მცდელობის მუხლით წარმართვას.

Читать дальше...

Rustavi 2 (rustavi2.com) 

ალექსი პეტრიაშვილზე თავდასხმაში ბრალდებული წარსულში ლომბარდების ძარცვისთვის იყო ნასამართლევი

კურიერისათვის თავისუფალი დემოკრატების ლიდერზე, ალექსი პეტრიაშვილზე თავდასხმაში ბრალდებული პირის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი.

Читать дальше...

Rustavi 2 (rustavi2.com) 

კურიერმა დღეს ის ბინა გადაიღო, სადაც პეტრიაშვილზე თავდასხმისათვის ბრალდებული ცხოვრობდა

კურიერი თავისუფალი დემოკრატების აღმასრულებელ მდივანზე ალექსი პეტრიაშვილზე თავდასხმაში ბრალდებულის, ლევან მექვაბიშვილის მეზობლებს გაესაუბრა. 

Читать дальше...

Rustavi 2 (rustavi2.com) 

"კურიერის" ექსკლუზივი - პეტრიაშვილზე თავდასხმისთვის დაკავებული, ორჯერ ნასამართლევია

კურიერისათვის თავისუფალი დემოკრატების ლიდერზე, ალექსი პეტრიაშვილზე თავდასხმაში ბრალდებული პირის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი.

Читать дальше...

Rustavi 2 (rustavi2.com) 

"საქმე არ ჩაითვლება გახსნილად სანამ არ მოხდება დანაშაულის ყველა თანამონაწილის დაკავება," - თავისუფალი დემოკრატების საგანგებო განცხადება პეტრიაშვილზე

"ჩვენთვის, თავისუფალი დემოკრატებისთვის საქმე არ ჩაითვლება გახსნილად სანამ არ მოხდება ამ დანაშაულის ყველა თანამონაწილის დაკავება და პასუხისგებაში მიცემა,"-ეს განცხადება რამდენიმე წუთის წინ თავისუფალი დემოკრატების წევრმა ირაკლი ჩიქოვანმა სპეციალურ ბრიფინგზე გააკეთა. 

Читать дальше...

Rustavi 2 (rustavi2.com) 

გიორგი კვირიკაშვილი ქორწინებასთან დაკავშირებით კონსტიტუციაში ჩანაწერის გაკეთებაზე საუბრობს

პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ქორწინებასთან დაკავშირებით კონსტიტუციაში ჩანაწერის გაკეთებაზე საუბრობს და აცხადებს, რომ ქორწინება-ქალისა და კაცის ერთობის სახით კონსტიტუციით უნდა იყოს დაცული. განცხადება ამის შესახებ კვირიკაშვილმა რამდენიმე წუთის წინ პოსლიტსაბჭოს დასრულების შემდეგ გააკეთა. 

Читать дальше...