"საქმე არ ჩაითვლება გახსნილად სანამ არ მოხდება დანაშაულის ყველა თანამონაწილის დაკავება," - თავისუფალი დემოკრატების საგანგებო განცხადება პეტრიაშვილზე
"ჩვენთვის, თავისუფალი დემოკრატებისთვის საქმე არ ჩაითვლება გახსნილად სანამ არ მოხდება ამ დანაშაულის ყველა თანამონაწილის დაკავება და პასუხისგებაში მიცემა,"-ეს განცხადება რამდენიმე წუთის წინ თავისუფალი დემოკრატების წევრმა ირაკლი ჩიქოვანმა სპეციალურ ბრიფინგზე გააკეთა.
მისი თქმით ისინი იმედს იტოვებენ, რომ შსს დადებულ პირობას შეასრულებს და დროულად დააკავებს ყველა დამნაშავეს.
"პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ ყველა მონაწილე იქნეს დასჯილი. ჩვენ თავისუფალი დემოკრატები კატეგორიულად მოვითხოვთ საქმეს შეეცვალოს კვალიფიკაცია და ის გადაკვალიფიცირდეს როგორც მკვლელობის მცდელობა,"-აცხადებს ჩიქოვანი.