კურიერმა დღეს ის ბინა გადაიღო, სადაც პეტრიაშვილზე თავდასხმისათვის ბრალდებული ცხოვრობდა
კურიერი თავისუფალი დემოკრატების აღმასრულებელ მდივანზე ალექსი პეტრიაშვილზე თავდასხმაში ბრალდებულის, ლევან მექვაბიშვილის მეზობლებს გაესაუბრა.
მათთვის უცნობია იცნობდა თუ არა ბრალდებული ალექსი პეტრიაშვილს, თუმცა მეზობლები წარსულში ნასამართლებ მექვაბიშვილს დადებითად ახასიათებენ. როგორც დაკავებულის მეზობლები განმარტავენ ის წარსულში სპორტსმენი იყო და მწვრთნელად მუშაობდა, თუმცა მათი თქმით, რამდენიმე წლის წინ მომხდარი ინციდენტის გამო, ლევან მექვაბიშვილი დააკავეს, რის შემდეგაც მან სასჯელაღსრულების დაწესებულება ვადაზე ადრე დატოვა.
ცნობილი ხდება, რომ ლევან მექვაბიშვილი მეუღლესთან გაშორებულია, მათ ბინა თამარ მეფის გამზირზე რამდენიმე წლის წინ გაყიდეს და საცხოვრებელი ადგილი შეიცვალეს.
მექვაბიშვილი ამ დროისათვის ერთადერთი ბრალდებულია, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ ალექსი პეტრიაშვილზე განხორციელებული თავდასხმის ფაქტზე დააკავა. შსს თანამზრახველს ეძებს.
გამოძიება ისევ 117-ე მუხლის 5-ე ნაწილით, ჯანმრთელობის განზრახ დაზიანების ფაქტზე მიმდინარეობს.