8 მარტი - დღეს ქალთა დღეა

8 მარტი მიულოცეს ავღანეთში "მტკიცე მხარდაჭერის" მისიაში მყოფი ქართული ქვედანაყოფებში მომსახურე ქალ სამხედროებს.

მათ 23-ე ბატალიონის ალფა ასეულის მეთაურისგან საჩუქრები მიიღეს. ავღანეთში სამხედრო მისიაში მყოფ ქართულ კონტინგენტში სულ 13 ქალბატონი ირიცხება.

მათგან 4 ოფიცერია, 6 - სერჟანტი, ერთი კაპრალი, ერთი რიგითი და ერთიც სამოქალაქო პირი.

ისინი აქტიურად მონაწილეობენ ბაზების გამშვებ პუნქტებზე ჩხრეკაში, უშუალოდ ბაზის ტერიტორიაზე შემოსული პირების ესკორტირებასა თუ ყოველდღიურ საშტაბო საქმიანობაში.

Читайте на сайте