"ნაციონალური მოძრაობის" ათეული და მომავალი პოლიტიკოსების გეგმები

ნაციონალური მოძრაობის განახლებული საარჩევნო სია-სალომე სამადაშვილი, ირაკლი აბესაძე, ოთარ კახიძე,  რომან გოცირიძე, ელენე ხოშტარია და გიორგი ტუღუში-ახალი მაგრამ ყველასთვის კარგად ცნობილი სახეები 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ყოფილი მმართველი გუნდის მთავარი დასაყრდენია. ისინი სიის პირველი ათეულს წარმოადგენენ.

მიუხედავად იმისა, რომ საარჩევნო კამპანია ჯერ არ დაწყებულა, თითოეულმა მათგანმა უკვე იცის, გამარჯვების შემთხვევაში რას და როგორ გააკეთებს.

უკვე ორგზის დეპუტატი და ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი დღეს იმავე გზას ადგას. ზუსტად იცის, რომ ეკონომიკური გარემოს გაუმჯობესება, პირველ რიგში საგადასახადო სისტემის გაუმჯობესებას უკავშირდება და ისევე როგორც 2004-ში ახლაც ეკონომიკისთვის ახალი ბიძგის მიცემა უნდა.

სალომე სამადაშვილი, რომელიც წლები მუშაობდა ბრიუსელში ამბობს, რომ  პოლიტიკური ურთიერთობები ხშირ შემთხვევაში სწორედ ეკონომიკას ნიშნავს, თუნდაც ევროკავშირთან ურთიერთობაში.

ეკონომიკის პრობლემას ყველა კანდიდატი ნომერ პირველ პრობლემად ასახელებს. მათ შორის ოთო კახიძეც. პირადად მისი პროფესიული მიზანი სამართლებრივი გარემოს შეცვლა, სასამართლო რეფორმა იქნება, მაგრამ აქვე ადასტურებს, რომ გუნდურ ჩამონათვალში ეკონომიკა მაინც უმთავრესია.

პირველ ათეულში ნაციონალურმა მოძრაობამ ძირითადად ის ადამიანები შეიყვანა ვისაც ჟურნალისტები და საზოგადოებაც ექსპერტებად მოვიხსენიებდით. პარტიაში ამბობენ, რომ სიის შედგენისას და ადამიანთა შერჩევისას იყო კიდევ ერთი მთავარი კრიტერიუმი - დასავლური მისწრაფებები.

ავტორები: პაატა იაკობაშვილი. 

Читайте на сайте