"ვისაც დღეს კეტი ეჭირა ხელში ან მუშტს იქნევდა, ჩვენს სამშობლოს ურტყამდა მუშტს,"- თინა ხიდაშელი

სოფელ კორცხელში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრებზე  მომხდარ თავდასხმას საქართველოს თავდაცვის მინისტრი ეხმაურება. თინა ხიდაშელი ფიქრობს, რომ ასეთი მოვლენები ქვეყნის განვითარებას და პროგრესს უშლის ხელს. 

განცხადება მინისტრმა სოციალურ ქსელში გაავრცელა.

"ყველა ვისაც დღეს კეტი ეჭირა ხელში ან მუშტს იქნევდა, ჩვენს სამშობლოს ურტყამდა მუშტს; ყველა ვინც დღევანდელ ვანდალიზმს წარსული დროის ვანდალიზმზე პასუხით ამართლებს ჩვენი ქვეყნის პროგრესს და განვითარებას უშლის ხელს;  თუ ვართ ცივილიზებული სახელმწიფო, თავისუფალი ადამიანების ქვეყანა და ღირსება გაგვაჩნია სხვისი დაჩაგვრა, მუშტი და ხელკეტი ვერასოდეს დაგვეხმარება, ვერ გახდება ჩვენი მეგზური უკეთესი საქართველოსკენ. ის რაც დღეს სამეგრელოში ხდებოდა ქაოსის გზაა!!! არავითარი მნიშვნელობა არა აქვს ვინ ვის ურტყამდა. თუ ვერ გავიგებთ რომ ძალადობა პასუხი არ არის ეს როლები მუდამ ცვალებადი იქნება - მსხვერპლის და ჯალათის როლები, ხოლო ქვეყანა უბრალოდ ხელიდან გამოგვეცლება," - წერს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი 

Читайте на сайте