ცენტრალური საარჩევნო კომისია არჩევნების შედეგებს აჯამებს
ცენტრალური საარჩევნო კომისია საკრებულოს შუალედურ არჩევნების გლდანის, გარდაბნის, კასპის, წყალტუბოს, ოზურგეთის, ხობის და ზუგდიდის ადგილობრივი მაჟორიტარული ოლქების 45 საარჩევნო უბნის შედეგებს აჯამებს.
“საერთო ჯამში საარჩევნო პროცესმა 45-ვე უბანზე, შიგნით მშვიდ ვითარებაში ჩაიარა, თუმცა როგორც უკვე ავღნიშნე, კორცხელის თემში მომხდარმა ფაქტმა მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა საარჩევნო გარემოს. გამოძიება დაიწყო და ვიმედოვნებთ, რომ დროულად დასრულდება და დამნაშავეები კანონის შესაბამისად შესაბამისად დაისჯებიან. ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს მსგავს ინციდენტებს,“ - განაცხადა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ.
მისივე თქმით, საჩივრების რაოდენობა არ გაზრდილა.
“ამ ეტაპზე საჩივრების რაოდენობა არ გაზრდილა. მხოლოდ ერთით გაიზარდა და სულ 19 საჩივარია. აქედან ოლქში შესული 11 საჩივარი, ხოლო საუბნო კომისიებში მხოლოდ 8 საჩივარი. ზოგადად საჩივრები შეეხება უმნიშვნელო პროცედურულ დარღვევებს, რომელზეც იმსჯელებს შესაბამისი კომისია კანონით დადგენილ ვადებში,“ - აღნიშნა ჟვანიამ.
ავტორი: მიხეილ სესიაშვილი.