"ივანიშვილს აქვს ილუზია, რომ ამ მეთოდით თავს გადაირჩენს," - გიგა ბოკერია კორცხელის ინციდენტზე საუბრობს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საგარეო ურთიერთობათა მდივანი კორცხელში მომხდარ ინციდენტს ეხმაურება და აცხადებს, რომ ქართულ ოცნებას პოლიტიკური განაჩენი გამოტანილი აქვს. 

“ივანიშვილის რეჟიმი დღევანდელი ინციდენტიდანაც ჩანს და საერთოდ ქვეყანაში არსებული ვითარებით ჩანს და ყველასთვის ნათელია, რომ არის განწირული. პოლიტიკური განაჩენი გამოტანილი აქვთ. ეს განაჩენი სისრულეში იქნება აყვანილი დემოკრატიული გზით, ოქტომბრის არჩევნებზე. ეს კაცი და მისი თოჯინები არ ეგუებიან ამ ფაქტს და ამ მეთოდებით აქვთ ილუზია, რომ თავს გადაირჩენენ. ჩვენი ამოცანაა, რომ არ დავუშვათ ასეთი ძალადობის გავრცელება,“ - განცხადა ბოკერიამ.

Читайте на сайте