კვირიკაშვილმა ჰუმბოლტის უნივერსიტეტში მედიის თავისუფლებასა და საგადასახადო სისტემაზე ისაუბრა
გამოხატვისა და მედიის თავისუფლება, საგადასახადო სისტემის გამარტივება - ამ საკითხებზე გაამახვილა ყურადღება გიორგი კვირიკაშვილმა ბერლინში, ჰუმბოლდტის უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლისას.
საქართველოს პრემიერმინისტრმა ქვეყნის მიერ მიღწეულ პროგრესსა და საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის გამარტივების მნიშვნელობაზე და ასევე გერმანია-საქართველოს ურთიერთობების გაღრმავებაზეც ისაუბრა.
ბერლინში მან შეხვედრები გერმანიის კანცლერთან, საგარეო საქმეთა მინისტრსა და ბუნდესტაგის თავმჯდომარესთან გამართა.
"ჩვენ ავღკვეთეთ დისკრიმინაცია, რომელიც მიმართული იყო კანის, ეთნიკური კუთვნილების, სქესის, სექსუალური ორიენტაციის ან რელიგიური შეხედულებების მიმართ. საგრძნობლად გავაძლიერეთ გამოხატვისა და მედიის თავისუფლება. ჩვენი მიზანია, რომ მომავალი საპარლამენტო არჩევნები იყოს მიჩნეული, როგორც ყველაზე გამჭირვალე არჩევნები საქართველოს ისტორიაში. გადაიხედა ჩვენი საგადასახადო სისტემაც. მსოფლიო ბანკის მიხედვით ჩვენ წარმოვადგენთ ერთ ერთ ყველაზე მარტივ ქვეყანას სადაც შეიძლება ბიზნესის კეთება,"-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.