Июнь
2016

Новости за 16.06.2016

Rustavi 2 (rustavi2.com) 

ქვეყნის სამზადისი განმეორებითი სტიქიისთვის

სახელმწიფოსგან გამოყოფილი თანხით ამ დროისთვის მთელი საქართველოს მაშტაბით მხოლოდ 85 ადრეული გაფრთხილების სისტემაა დამონტაჟებული. სპეციალისტების განმარტებით იმისთვის, რომ ქვეყნის მოსახლეობა სტიქიისგან მეტ-ნაკლებად იყოს დაცული და მათი დროულად ევაკუირება მოხდეს, რამდენიმე ათეული მილიონი ევროს ტექნიკაა საჭირო.

Читать дальше...

Rustavi 2 (rustavi2.com) 

ელიტური კორუფცია სახელმწიფო უწყებებში-ათეულობით მილიონი ლარი, რომელიც შესაძლოა არამიზნობრივად დაიხარჯა

კონტრაქტები, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაცია შესყიდვების მონიტორინგისა და სწავლების ცენტრმა შეისწავლა სახელმწიფო უწყებებში ჩატარებულ ტენდერებს თუ პირდაპირი მიყიდვის წესით გაფორმებულ ხელშკრულებებს ეხება. გიორგი ბაჯელიძე აცხადებს, რომ ბოლო წლების განმავლობაში კორუფციული გარიგებებით სახელმწიფო ბიუჯეტიდან ათეულობით მილიონი ლარი არამიზნობრივადაა გახარჯული.

Читать дальше...

Rustavi 2 (rustavi2.com) 

კვირიკაშვილმა ჰუმბოლტის უნივერსიტეტში მედიის თავისუფლებასა და საგადასახადო სისტემაზე ისაუბრა

გამოხატვისა და მედიის თავისუფლება, საგადასახადო სისტემის გამარტივება - ამ საკითხებზე გაამახვილა ყურადღება გიორგი კვირიკაშვილმა ბერლინში, ჰუმბოლდტის უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლისას.

Читать дальше...

Rustavi 2 (rustavi2.com) 

ჟენევის მოლაპარაკებებზე ოკუპანტებმა გიგა ოთხოზორიას მკვლელობაზე დასმულ შეკითხვებს არ უპასუხეს

საქართველოს ხელიუსფლება გალის ოთხმრივ შეხვედრას ელოდება. უშედეგოდ დასრულდა ჟენევის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი. ოკუპანტმა მხარემ სოფელ ხურჩაში მოკლული გიგა ოთხოზორიას საქმეზე მოლაპარაკების ფარგლებში არც ერთ შეკითხვას არ უპასუხა. მიუხედავად იმისა, რომ ქართულმა მხარემ საერთაშორისო დონეზეც დააყენა გიგა ოთხოზორია მკვლელის გადაცემის საკითხი, კვლავ უცნობი დარჩა რა საგამოძიებო მოქმდებები ტარდება საოკუპაციო ხაზთან მომხდარი სასტიკი მკველობის საქმეზე.

Читать дальше...

Rustavi 2 (rustavi2.com) 

პრეზიდენტის ვეტოს მოლოდინში - ოპოზიცია საარჩევნო კოდექსში სარეკლამო დროის ახლებურ გადანაწილებას აპროტესტებს

არასაპარლამენტო ოპოზიცია პრეზიდენტის ვეტოს მოლოდინშია. ოპოზიცია გიორგი მარგველაშვილს სთხოვს, რომ ხელი არ მოაწეროს საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებს, რომელიც უფასო სარეკლამო დროის ახლებურ გადანაწილებას ითვალისწინებს.

Читать дальше...

Rustavi 2 (rustavi2.com) 

პრეზიდენტი VS პარლამენტი - გიორგი მარგველაშვილის პრესსპიკერი გია ვოლსკის პასუხობს

ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარის, გია ვოლსკის გუშინდელ შეფასებას, რომ პრეზიდენტის პოლიტიკური მდივანი, ფიქრია ჩიხრაძე პოლიტიკურად გაუწონასწორებელია, გიორგი მარგველაშვილის პრესსპიკერი გამოეხმაურა და კომენტარს არაადეკვატური უწოდა.

Читать дальше...

Rustavi 2 (rustavi2.com) 

მერაბიშვილის საქმე-სამართალდამცავი და სასამართლო სისტემა პრეზიდენტის კრიტიკის ობიექტი გახდა

გიორგი მარგველაშვილი ყველა იმ მაღალჩინოსნის დასჯას ითხოვს, ვისი ქმედებების საფუძველზეც ევროსასამართლომ ვანო მერაბიშვილის საქმეზე გადაწყვეტილება მიიღო.

Читать дальше...

Rustavi 2 (rustavi2.com) 

"Georgia will not be able either to become a member of NATO or to get visa free travel in the near future " - Nino Burjanadze

Nino Burjanadze names as Georgia`s top priority the regulation of relations with Moscow. The politician stated this at a press conference. According to the chairman of the United Democratic Movement, Georgia will not receive progress in viza liberalization with the EU nor will it become a NATO member.

Читать дальше...

Rustavi 2 (rustavi2.com) 

„საქართველო ვერც ნატო-ს წევრი გახდება, ვერც უახლოეს პერიოდში ვიზალიბერალიზაციას მიიღებს"- ნინო ბურჯანაძე

ნინო ბურჯანაძე საქართველოს მთავარ პრიორიტეტად რუსეთთან ურთიერთობის დალაგებას ასახელებს. ამის შესახებ პოლიტიკოსმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის თავმჯდომარის აზრით, საქართველო ვიზალიბერალიზაციას ვერ მიიღებს და ვერც ევროკავშირის ან ნატო-ს წევრი ქვეყანა გახდება.

Читать дальше...

Rustavi 2 (rustavi2.com) 

საქართველოს თავდაცვის მინისტრის ოფიციალური ვიზიტი ბრიუსელში ალექსანდერ ვერშბოუსთან შეხვედრით დასრულდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრის ოფიციალური ვიზიტი ბრიუსელში ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილესთან, ალექსანდერ ვერშბოუსთან შეხვედრით დასრულდა. ნატო-ს შტაბ-ბინაში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა ნატო-საქართველოს ურთიერთობები, ვარშავაში დაგეგმილ ნატო-ს სამიტთან დაკავშირებით საქართველოს მოლოდინები და თანამშრომლობის სამომავლო გეგმები განიხილეს. 

Rustavi 2 (rustavi2.com) 

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოში ჩამოვა

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს ეწვევა. ვიზიტი ივლისის დასაწყისისთვის იგეგმება. დეტალებზე ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან შეხვედრაზე დღეს გიორგი კვირიკაშვილმა ისაუბრა.

Читать дальше...

Rustavi 2 (rustavi2.com) 

"გერმანია მხარს უჭერს საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხში"- ლადო ჭანტურია

გერმანიაში საქართველოს ელჩი აცხადებს, რომ ვიზალიბერალიზაციის პროცესი საქართველოს სასარგებლოდ დასრულდება და გერმანია ამ პროცესს მხარს უჭერს. ლადო ჭანტურიამ პრემიერმინისტრის ბერლინში ვიზიტი შეაფასა.

Читать дальше...

Rustavi 2 (rustavi2.com) 

უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილედ ვანო მაჭავარიანი დაინიშნა

პრეზიდენტის პრესსპიკერის განცხადებით, უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილედ ვანო მაჭავარიანი დაინიშნა. ეკა მიშველაძის თქმით, მაჭავარიანი კურირებას გაუწევს საერთაშორისო ურთიერთობებს.

Читать дальше...

Rustavi 2 (rustavi2.com) 

თენგიზ გუნავა სოფელ კორცხელის საბავშვო ბაღის დირექტორის პოლიტიკურ დევნაზე საუბრობს

ნაციონალური მოძრაობა სოფელ კორცხელის საბავშვო ბაღის დირექტორის პოლიტიკურ დევნაზე საუბრობს. თენგიზ გუნავას თქმით, ირმა ნაჭყებიას გათავისუფლებას წინ უძღვოდა მუქარა ადგილობრივი გამგებლისა და გუბერნატორის მხრიდან.

Читать дальше...

Rustavi 2 (rustavi2.com) 

ნიკოლა სარკოზი რუსეთსა და ევროკავშირს სანქციების გაუქმებისკენ მოუწოდებს

ნიკოლა სარკოზი რუსეთსა და ევროკავშირს სანქციების გაუქმებისკენ მოუწოდებს. განცხადება საფრანგეთის ყოფილმა პრეზიდენტმა პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე გააკეთა. სარკოზი ფიქრობს, რომ შეზღუდვები ორივე მხარეს აზიანებს, თუმცა ფიქრობს, რომ პირველი ნაბიჯი მოსკოვმა უნდა გადადგას.

Читать дальше...

Rustavi 2 (rustavi2.com) 

დონალდ ტუსკი ბრიტანელებს მიმართავს და ევროკავშირში დარჩენისკენ მოუწოდებს

დონალდ ტუსკი ბრიტანელებს მიმართავს და ევროკავშირში დარჩენისკენ მოუწოდებს. ევროპული საბჭოს პრეზიდენტს მიაჩნია, რომ დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლა დიდი შეცდომა იქნება. მისი თქმით ახლა ორგანიზაციიდან გასვლას აზრი არ აქვს, რადგან ბრიტანეთის პოზიციები ევროკავშირის შიგნით გაცილებით უფრო ძლიერია ვიდრე აქამდე ყოფილა და მის აზრს დიდი ყურადღება ეთმობა. დონალდ ტუსკი პირობას დებს, რომ იმ შემთხვევაში თუ 23 ივნისს დაგეგმილ რეფერენდუმზე ბრიტანელები ევროკავშირში დარჩენას გადაწყვეტენ, ორგანიზაცია ერთი წლის ვადაში შეასრულებს იმ მოთხოვნებს... Читать дальше...

Rustavi 2 (rustavi2.com) 

ოთო კახიძე კახი კალაძეს ურჩევს მერაბიშვილის საქმეზე ევროსასამართლოს გადაწყვეტილების პუნქტებს გაეცნოს

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე კახი კალაძის განცხადებას, იმის შესახებ, რომ  ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლომ ვანო მერაბიშვილი კანონიერ პატიმრად აღიარა, ნაციონალურ მოძრაობაში გამოეხმაურნენ. ოთო კახიძე ვიცეპრემიერს სასამართლოს გადაწყვეტილების კონკრეტული პუნქტების გაცნობას ურჩევს. 

Читать дальше...

Rustavi 2 (rustavi2.com) 

გაერომ "ისლამური სახელმწიფოს" ქმედებები ეთნიკური ეზიდებთან მიმართებაში გენოციდად აღიარა

გაერომ ისლამური სახელმწიფოს ქმედებები ეთნიკური ეზიდებთან მიმართებაში გენოციდად აღიარა. დასკვნა გაეროს სპეციალურმა კომისიამ მოამზადა, რომელიც სირიაში მიმდინარე მოვლენებს იძიებს.

Читать дальше...

Rustavi 2 (rustavi2.com) 

"ფიქრია ჩიხრაძის შეფასებაზე გია ვოლსკის არაადეკვატური კომენტარი მივიღეთ," - ეკა მიშველაძე

პრეზიდენტის პრესსპიკერი ფიქრია ჩიხრაძეზე ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარის, გია ვოლსკის კომენტარს გამოეხმაურა და მას "არაადეკვატური" უწოდა. ვოლსკის განცხადების შესახებ ეკა მიშველაძემ სპეციალურ ბრიფინგზე ისაუბრა. 

Читать дальше...

Rustavi 2 (rustavi2.com) 

პრეზიდენტი მერაბიშვილის საქმეზე ევროსასამართლოს გადაწყვეტილებას კონკრეტული პირების პასუხისმგებლობას უკავშირებს

გიორგი მარგველაშვილი მიიჩნევს, რომ ვანო მერაბიშვილის საქმეზე ევროსასამართლოს გადაწყვეტილებას ჰყავს უშუალო პასუხისმგებელი პირები საქართველოს სამართალდამცავ და სასამართლო  სისტემაში. ამის შესახებ პრეზიდენტის პრესსპიკერმა, ეკა მიშველაძემ სპეციალურ ბრიფინგზე ისაუბრა. 

Читать дальше...

Rustavi 2 (rustavi2.com) 

ინდონეზიის საკურორტო ზონას გიგანტური ტალღები დაატყდა თავს

ინდონეზიის საკურორტო ზონას გიგანტური ტალღები დაატყდა თავს. ძლიერმა მოქცევამ კუნძულ ბალიზე რამდენიმე სასტუმრო დააზიანა და სანაპირო ზოლიდან ხალხი გაიტაცა. გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულია ორი ტურისტი, კიდევ ორი ადამიანი კი დაკარგულად მიიჩნევა. ძლიერი მოქცევა ინდონეზიის სანაპიროზე უკვე მეოთხე დღეა ფიქსირდება. ტალღებმა სანაპირო ზოლში მდებარე სოფლებში წყალდიდობაც გამოიწვია.

Читать дальше...

Rustavi 2 (rustavi2.com) 

საარჩევნო კოდექსში რეკლამის განთავსება - პრეზიდენტი ოპოზიციას და არასამთავრობოებს შეხვდება

პრეზიდენტი არასაპარლამენტო ოპოზიციასა და არასამთავრობო ორგანიზაციებს საარჩევნო კოდექსში რეკლამის განთავსების შესახებ შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით შეხვდება.

Читать дальше...