მერაბიშვილის საქმე-სამართალდამცავი და სასამართლო სისტემა პრეზიდენტის კრიტიკის ობიექტი გახდა

გიორგი მარგველაშვილი ყველა იმ მაღალჩინოსნის დასჯას ითხოვს, ვისი ქმედებების საფუძველზეც ევროსასამართლომ ვანო მერაბიშვილის საქმეზე გადაწყვეტილება მიიღო.

საპარლამენტო უმრავლესობა პრეზიდენტის მოთხოვნას არ იზიარებს და გიორგი მარგველაშვილს უფლებამოსილების გადაჭარბებაში ადანაშაულებს.

ვიცეპრემიერის, კახი კალაძის შეფასებით კი, სტრასბურგის სასამართლოში ყოფილმა პრემიერმა და ნაციონალურმა მოძრაობამ საქმე წააგეს. ვანო მერაბიშვილის ადვოკატი, ოთო კახიძე კი ამბობს, რომ ხელისუფლებას ავტორიტეტული საერთაშორისო სასამართლოს მიერ ვანო მერაბიშვილის პოლიტპატიმრად გამოცხადების აღიარება არ სურს.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ვანო მერაბიშვილის საკნიდან გაყვანის საქმეზე ყოფილი პროკურორის, სასჯელაღსრულების სამინისტროს მაღალჩინოსნების და დეპარტამენტის ყოფილი მრჩევლის ლალი მოროშკინას დაკითხვას მოითხოვს, რომელმაც ვანო მერაბიშვილის ციხიდან გაყვანის ფაქტი დაადასტურა.

ავტორები: თამარ ბაღაშვილი, გიორგი მაისურაძე.

Читайте на сайте