საარჩევნო კოდექსში რეკლამის განთავსება - პრეზიდენტი ოპოზიციას და არასამთავრობოებს შეხვდება

პრეზიდენტი არასაპარლამენტო ოპოზიციასა და არასამთავრობო ორგანიზაციებს საარჩევნო კოდექსში რეკლამის განთავსების შესახებ შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით შეხვდება.

ოპოზიციამ და სამოქალაქო სექტორმა პრეზიდენტთან შეხვედრის სურვილი გამოთქვეს, რასაც პრეზიდენტის ადმინისტრაციისგან გამოხმაურება მოჰყვა.

„პრეზიდენტი აღნიშნულ ორგანიზაციებს უახლოეს დღეებში შეხვდება, სადაც ყველა საკითხი დეტალურად იქნება განხილული,“- განაცხადა პრეზიდენტის პრესსპიკერმა, ეკა მიშველაძემ. 

პრეზიდენტის პრესპიკერმა დაადასტურა ინფორმაცია, რომ გიორგი მარგველაშვილი გიგა ბიკერიას შეხვდა, თუმცა შეხვედრის თემის დეტალები უცნობია. 

Читайте на сайте