„დღევანდელი სურათით ძალიან დაძაბული არჩევნები იქნება" - პაატა ბურჭულაძე

NDI-ის დელეგაციასთან შეხვედრას მართავს პოლიტიკური მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის.

პაატა ბურჭულაძე ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის წარმომადგენლებს საპარლამენტო არჩევნების წინა პროცესების საკუთარ ხედვას აცნობს.

„დღევანდელი სურათით ძალიან დაძაბული არჩევნები იქნება. ეს უნდა აღმოვფხვრათ და აუცილებლად უნდა ჩატარდეს სამართლიანი არჩევნები, იმიტომ რომ ეს არჩევნები იქნება ჩვენი იმიჯი მთელს მსოფლიოში,“ - განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.

Читайте на сайте