აშშ-სა და საქართველოს შორის სამხედრო თანამშრომლობა ღრმავდება

საქართველოში სექტემბერში ამერიკელ ექსპერტთა მისია ჩამოვა, რომელმაც შეერთებულ შტატებთან მიღებულ თავდაცვის და უსაფრთხოების სფეროში პარტნიორობის გაღრმავებასთან დაკავშირებულ ახალ სამწლიან პროგრამაზე მუშაობა უნდა დაიწყოს.

საკითხი ეხება საქართველოს შეიარაღებული ძალების მომზადებას, ეროვნული უსაფრთხოების დასაცავად და არა მხოლოდ საექსპედიციო მისიებისთვის. ეს იყო მთავარი საკითხი, რომელსაც საქართველოს თავდაცვის მინისტრი შეერთებულ შტატებში განიხილავდა.

თინა ხიდაშელის ამერიკაში ვიზიტის დროს მთავარი განსახილველი საკითხები ტერორიზმთან ბრძოლა, ოკუპაციის თემა და რეგიონული უსაფრთხოების საკითხებიც იყო. 

საქართველოს თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა შეხვედრები ამერიკაში უკვე დაასრულა.

Читайте на сайте