Июль
2016

Новости за 20.07.2016

Rustavi 2 (rustavi2.com) 

ქვები, ხმოვანი ყუმბარები, ბარიკადები და დაპირისპირება - ვითარება ერევანში

01:20  ოფიციალური ინფორმაციით დაშავებულია 45 ადამიანი

Police in #Yerevan fired gas, trying to disperse the crowd from the scene #Armenia https://t.co/hVr9GNSDrS pic.twitter.com/wMvp7kff6r

— PAN Photo (@PANphotoAgency) July 20, 2016

01:10 რამდენიმე წუთის წინ, სომხეთის დედაქალაქში, კიდევ ერთი მცირე შეტაკება მოხდა ახალგაზრდებსა და სამართალდამცავებს შორის.  

Սիվիլնեթի գործերից #Yerevan #Erebuni pic.twitter.com/aMUbnfpOun

— Mushegh (@Mushegh1) July 20, 2016

01:09... Читать дальше...

Rustavi 2 (rustavi2.com) 

ჭიათურა და საჩხერე - "ქართულმა ოცნებამ" მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა

იმერეთში დღეს ქართული ოცნების 4 მაჟორიტარი კანდიდატი დასახელდა. ოთხივე კანდიდატი ამომრჩეველს და მხარდამჭერებს დღეს, პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა წარუდგინა. 

Читать дальше...

Rustavi 2 (rustavi2.com) 

უნიკალური აღმოჩენა - თეორია, რომ შავი ზღვის დაბალ შრეებში სიცოცხლე არ არსებობდა, დაინგრა

ქართველი და ევროპელი მეცნიერების უნიკალური აღმოჩენა. სპეციალურმა ექსპედიციამ შავ ზღვაში, თითქმის 2 ათასი მეტრის სიღრმეზე სიცოცხლეს მიაკვლია.

Читать дальше...

Rustavi 2 (rustavi2.com) 

"სახელმწიფო ხალხისთვის" - ფოთში გამარჯვებისთვის კოტე კემულარია იბრძოლებს

პაატამ ბურჭულაძის პოლიტიკური გაერთიანება სახელმწიფო ხალხისთვის რეგიონებში შეხვედრებს განაგრძობს. ამჯერად, ამომრჩეველთან შეხვედრა მოძრაობამ ფოთის ცენტრალურ პარკში გამართა.

Читать дальше...

Rustavi 2 (rustavi2.com) 

უცნობია, მიიღებენ თუ არა პრეზიდენტის რჩეული მოსამართლების კანდიდატები დეპუტატების მხარდაჭერას

ლევან ბოძაშვილის კანდიდატურის წარდგენით, პარლამენტს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების სრული სია აქვს. თუმცა, ამ დრომდე უცნობია მიიღებენ თუ არა პრეზიდენტის რჩეულები დეპუტატების მხარდაჭერას. როგორც ცნობილია, უმრავლესობა უზენაესი სასამართლოს წევრობის კანდიდატების განსახილველად საგანგებოდ შეკრებას არ აპირებს.

Читать дальше...

Rustavi 2 (rustavi2.com) 

შერემეტის მკვლელობა - კიევში ჟურნალისტები აქციას მართავენ

შერემეტის მკვლელობის ადგილზე და კიევის ცენტრში, თავისუფლების მოედანზე ამ დრომდე არიან შეკრებილები მოკლულის მეგობრები და კოლეგები. 

Читать дальше...

Rustavi 2 (rustavi2.com) 

ხელისუფლება მომხდარზე პასუხისმგებლობას იღებს - პრემიერი კორცხელის ინციდენტზე საუბრობს

პრემიერმინისტრი კორცხელის ინციდენტზე საუბრობს. გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ხელისუფლება მომხდარზე პასუხისმგებლობას იღებს. მთავრობის მეთაური მიიჩნევს, რომ ადგილზე უსაფრთხოების უფრო მკაცრი ზომები უნდა დაეცვათ.

Читать дальше...

Rustavi 2 (rustavi2.com) 

თბილისში ფიქრობენ, რომ რეგიონის გეოპოლიტიკური რუკა არ შეიცვლება

მიუხედავად იმისა, რომ თურქეთმა ბოლო დღეების განმავლობაში ნატოსგან და ევროკავშირისგან შენიშვნები დაიმსახურა, თბილისში ფიქრობენ, რომ რეგიონის გეოპოლიტიკური რუკა არ შეიცვლება. 

Читать дальше...

Rustavi 2 (rustavi2.com) 

აშშ-სა და საქართველოს შორის სამხედრო თანამშრომლობა ღრმავდება

საქართველოში სექტემბერში ამერიკელ ექსპერტთა მისია ჩამოვა, რომელმაც შეერთებულ შტატებთან მიღებულ თავდაცვის და უსაფრთხოების სფეროში პარტნიორობის გაღრმავებასთან დაკავშირებულ ახალ სამწლიან პროგრამაზე მუშაობა უნდა დაიწყოს.

Читать дальше...

Rustavi 2 (rustavi2.com) 

სამხედრო ამბოხის მცდელობის შედეგები - თურქეთში დათხოვნილია 60 ათასამდე ადამიანი

თურქეთში მასობრივი წმენდა გრძელდება. ძალოვანების გარდა, თანამშრომლებს თითქმის ყველა სახელმწიფო უწყებიდან და სასწავლო დაწესებულებიდან ათავისუფლებენ.

Читать дальше...

Rustavi 2 (rustavi2.com) 

ჟურნალისტის საზარელი მკვლელობა - უკრაინაში უცხოურ ინტერესებზე საუბრობენ

კიევში კვლავ მასშტაბური საპროტესტო აქციები იწყება. ამჯერად მიზეზი დღეს მომხდარი მკვლელობაა. ცნობილი ჟურნალისტი პაველ შერემეტი კიევის ცენტრში ააფეთქეს. ავტომანქანაში, რომელშიც შერემეტი იმყოფებოდა, სავარაუდოდ დისტანციურად მართვადი ასაფეთქებელი მოწყობილობა ამოქმედდა. მოქალაქეები მომხდარის დროულ გამოძიებას ითხოვენ. 

Читать дальше...

Rustavi 2 (rustavi2.com) 

იგორ გიორგაძე საქართველოში დაბრუნებას გეგმავს - ყოფილი ძებნილი არჩევნებში მონაწილეობას უარყოფს

ინტერპოლმა იგორ გიორგაძე ძებნილთა სიიდან ამოიღო. ინფორმაცია ამის შესახებ თავად გიორგაძემ დაადასტურა. 

Читать дальше...

Rustavi 2 (rustavi2.com) 

იგორ გიორგაძე საქართველოში დაბრუნებას გეგმავს - წულუკიანს ინფორმაცია არ აქვს

არ მაქვს ინფორმაცია ამის შესახებ - ეს განცხადება თეა წულუკიანმა კურიერის ჟურნალისტთან საუბრის დროს იგორ გიორგაძის საქმესთან დაკავშირებით გააკეთა. იუსტიციის მინისტრმა ჟურნალისტის დამატებით კითხვებს კი პასუხი აღარ გასცა. 

Читать дальше...

Rustavi 2 (rustavi2.com) 

პროკურატურა იგორ გიორგაძის მიმართ საერთაშორისო ძებნის შეწყვეტის შესახებ განცხადებას ავრცელებს

საქართველოს მთავარი პროკურატურა იგორ გიორგაძის მიმართ საერთაშორისო ძებნის შეწყვეტის შესახებ განცხადებას ავრცელებს. 

Читать дальше...

Rustavi 2 (rustavi2.com) 

თურქეთის პოლიციის საპასუხო ძალადობა ქართველების მიერ ჩადენილ მკვლელობაზე

თურქეთის პოლიციის საპასუხო ძალადობა ქართველების მიერ ჩადენილი მკვლელობის შემდეგ. თურქული მედია ავრცელებს კადრებს, რომლებშიც ადგილობრივი პოლიციელები ფიზიკურად უსწორდებიან საქართველოს ხუთ მოქალაქეს.

Читать дальше...

Rustavi 2 (rustavi2.com) 

ჟურნალისტის მკვლელობა - კიევში აქციები დაიწყო

უკრაინის დედაქალაქში კვლავ საპროტესტო აქციების ტალღაა. კიევის ცენტრში ათასობით ადამიანი დღეს მომხდარ მკვლელობას აპროტესტებს.

Читать дальше...

Rustavi 2 (rustavi2.com) 

სალომე ზურაბიშვილი არჩევნებში მონაწილეობას დამოუკიდებლად მიიღებს

სალომე ზურაბიშვილი მთაწმინდის ოლქში მაჟორიტარობის დამოუკიდებელი კანდიდატის სტატუსით იყრის კენჭს. ზურაბიშვილი პრემიერმინისტრთან გამართულ მოლაპარაკებებს ადასტურებს, თუმცა აცხადებს, რომ არჩევნებში ქართული ოცნების სახელით მონაწილეობას არ გეგმავს.

Читать дальше...

Rustavi 2 (rustavi2.com) 

საქართველოს პრეზიდენტი პაველ შერემეტის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს პრეზიდენტი მწუხარებას გამოთქვამს პაველ შერემეტის ტრაგიკული გარდაცვალების გამო და თანადგომას უცხადებს ჟურნალისტის ოჯახს. 

„ღრმა გულისტკივილით მივიღე ცნობა ჟურნალისტ პაველ შერემეტის ტრაგიკული გარდაცვალების შესახებ. მე პირადად ვიცნობდი პაველს - ყოველთვის საინტერესო თანამოსაუბრეს და გონიერ ადამიანს. მისი გარდაცვალება დიდი დანაკლისია საერთაშორისო ჟურნალისტიკისთვის. ამ მძიმე წუთებში თანადგომას ვუცხადებ პაველის ოჯახს, ახლობლებსა და კოლეგებს,“ - აღნიშნულია საქართველოს პრეზიდენტის განცხადებაში. Читать дальше...

Rustavi 2 (rustavi2.com) 

არჩევნები, საქართველო-აშშ-ის ურთეირთობები - საგარეო საქმეთა მინისტრი ამერიკელ კონგრესმენებს შეხვდა

ცოტა ხნის წინ დასრულდა შეხვედრა საგარეო საქმეთა მინისტრსა და შეერთებული შტატების კონგრესის წევრებს შორის.

Читать дальше...

Rustavi 2 (rustavi2.com) 

"კახი კახიშვილის კანდიდატურა განიხილება თავდაცვის სამინისტროში" - ზურა ტყემალაძე

პარლამენტში აქტიურად მსჯელობენ თავდაცვის მინისტრის პოსტთან დაკავშირებით. თინა ხიდაშელის თანამდებობიდან წასვლის შემდეგ, მის შემცვლელად რამდენიმე კანდიდატურა სახელდება, მათ შორის ირაკლი სესიაშვილი და კახი კახიშვილი. ვის დაუჭერს უმრავლესობა მხარს, უცნობია.

Читать дальше...

Rustavi 2 (rustavi2.com) 

"ოცნება" არჩევნებისთვის ემზადება - პარტიამ რამდენიმე მაჟორიტარი იმერეთში უკვე წარადგინა

ქართულმა ოცნებამ მაჟორიტარი კანდიდატების წარდგენა იმერეთის რეგიონში ხარაგაულიდან დაიწყო. პარტიის სახელით კენჭს აქ კობა ლურსმანაშვილი იყრის.

Читать дальше...

Rustavi 2 (rustavi2.com) 

თავდასხმა თავისუფალ მედიაზე - პედრო აგრამუნტი უკრაინაში ჟურნალისტის მკვლელობას ეხმაურება

თავდასხმა თავისუფალ მედიაზე - ასე ეხმაურება ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ხელმძღვანელი უკრაინაში ჟურნალისტის მკვლელობის ფაქტს. პედრო აგრამუნტმა განცხადება სოციალურ ქსელ Twitter-ში რამდენიმე წუთის წინ გამოაქვეყნა. 

Читать дальше...