სალომე ზურაბიშვილი არჩევნებში მონაწილეობას დამოუკიდებლად მიიღებს

სალომე ზურაბიშვილი მთაწმინდის ოლქში მაჟორიტარობის დამოუკიდებელი კანდიდატის სტატუსით იყრის კენჭს. ზურაბიშვილი პრემიერმინისტრთან გამართულ მოლაპარაკებებს ადასტურებს, თუმცა აცხადებს, რომ არჩევნებში ქართული ოცნების სახელით მონაწილეობას არ გეგმავს.

კანდიდატად დასარეგისტრირებლად საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი ცესკოს ხვალ მიმართავს.

Читайте на сайте