"კახი კახიშვილის კანდიდატურა განიხილება თავდაცვის სამინისტროში" - ზურა ტყემალაძე
პარლამენტში აქტიურად მსჯელობენ თავდაცვის მინისტრის პოსტთან დაკავშირებით. თინა ხიდაშელის თანამდებობიდან წასვლის შემდეგ, მის შემცვლელად რამდენიმე კანდიდატურა სახელდება, მათ შორის ირაკლი სესიაშვილი და კახი კახიშვილი. ვის დაუჭერს უმრავლესობა მხარს, უცნობია.
მმართველი გუნდის ნაწილი ადასტურებს, რომ ხიდაშელის შემცვლელად კახი კახიშვილი განიხილება, ნაწილს კი საერთოს არ აქვს ინფორმაცია, თუმცა მინისტრის საქმიანობას დადებითად აფასებენ.
"კახიშვილი წარმატებული მინისტრია იქ, სადაც მუშაობს. ვინ იხილება და რა მსჯელობა მიმდინარეობს არ ვიცი,"- აცხადებს ვოლსკი.
კახიშვილის თავდაცვის სამინისტროში გადაყვანას მიესალმებიან მრეწველები
"კახი კახიშვილის კანდიდატურა განიხილება თავდაცვის სამინისტროში, მივესალმები. სესიაშვილი მგონი თელავში განიხილება,"- აცხადებს ზურაბ ტყემალაძე.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ზვიად კვაჭანტირაძე კი ამბობს, რომ მას ზუსტი ინფორმაცია არ გააჩნია, განიხილება თუ არა კახიშვილი თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე.
ოპოზიციაში მყოფი გიორგი ვაშაძე კი არც ერთ კანდიდატს მხარს არ უჭერს, მეტიც, ვაშაძეს აინტერესებს რა გამოცდილება აქვთ ამ მიმართულებით ან კახიშვილს ან სესიაშვილს.
"მაინტერესებს კახიშვილს რა გამოცდილება აქვს, ასევე ირაკლი სესიაშვილს. სესიაშვილს პარლამენტშიც კი გამპრავებლის ფუნქციას ასრულებს, ვიდრე საქმის მკეთებლის,"- აცხადებს ვაშაძე