თავდასხმა თავისუფალ მედიაზე - პედრო აგრამუნტი უკრაინაში ჟურნალისტის მკვლელობას ეხმაურება

თავდასხმა თავისუფალ მედიაზე - ასე ეხმაურება ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ხელმძღვანელი უკრაინაში ჟურნალისტის მკვლელობის ფაქტს. პედრო აგრამუნტმა განცხადება სოციალურ ქსელ Twitter-ში რამდენიმე წუთის წინ გამოაქვეყნა. 

"ეს არის თავდასხმა მედიის თავისუფლებაზე! აუცილებელია მოხდეს მომხდარის გამოძიება და დამნაშავე პირების დასჯა,"- წერს პედრო აგრამუნტი.

მომხდარი დაგმო მედიის საკითხებში ეუთოს წარმომადგენელმა დუნია მილატოვიჩმა. Twitter-ის სოციალურ ქსელში მან პაველ შერემეტის მკვლელობას საზარელი ამბავი უწოდა და დამნაშავეების დასჯა მოითხოვა.

Twitter- ში გამოეხმაურა კიევში მომხდარ აფეთქებას ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი. ლინას ლინკევიჩოსმა მკვლელობას შოკისმომგვრელი უწოდა და განაცხადა, რომ ელის ობიექტურ გამოძიებას.

ჟურნალისტის გარდაცვალების გამო შეშფოთება გამოთქვა საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომაც და ყველა გარემოების დადგენა მოითხოვა.

განცხადება გააკეთა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმაც. დიმიტრი პესკოვის თქმით, კრემლი მომხდარით შეშფოთებულია და იმედოვნებს, რომ გამოძიება სწრაფად ჩატარდება. 

Читайте на сайте